ჩატი

ზაზა ფირცხელავა

გენერალური დირექტორი

ზაზა ფირცხელავა 2014 წლიდან სს „კრედო ბანკის“ გენერალური დირექტორია. 1992 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკური სტატისტიკის ფაკულტეტი დაასრულა.  ამის შემდეგ განათლების მიღება თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა ESM -ში განაგრძო და 2004 წელს ფინანსური მართვის მაგისტრის ხარისხის მფლობელი გახდა.

ზაზა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ზოგადი მენეჯმენტის 2012 წლის პროგრამის (GMP) კურსდამთავრებულია. მას, ასევე, წარმატებით აქვს გავლილი 25-ზე მეტი სასწავლო კურსი ბიზნესის, ფინანსების, საბანკო და ზოგად მენეჯმენტში  საქართველოსა და ევროპაში.

კარიერა 1994 წელს სს „პონტო-პოლისი“ ბანკის, ფინანსური ანალიზის დეპარტამენტში, ექსპერტის პოზიციით დაიწყო. 1997 წლიდან სს „ინტელექტბანკის“, საკრედიტო დეპარტამენტის ექსპერტი იყო. 2002 – 2003 წელს, იკავებდა „ინტელექტბანკის“ ფინანსური ანალიზისა და დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.

კრედოს გუნდს 2003 წელს შემოუერთდა, ოპერაციების მართვის დირექტორად. 2013 წლიდან, შეითავსა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობები. წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე, ზაზა ფირცხელავა 2014 წლიდან დღემდე სათავეში უდგას საქართველოს საფინანსო სექტორში ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციას - სს „კრედო ბანკს“ და გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს.

 

სრულად ნახვა დახურვა

ზაზა ტყეშელაშვილი

საკრედიტო ოპერაციების დირექტორი

ზაზა ტყეშელაშვილი სს „კრედო ბანკის“ საკრედიტო ოპერაციების დირექტორია. 1997 წელს მან დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტების ფაკულტეტი, ხოლო 2015 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა ESM -ის მაგისტრი გახდა. 

ზაზას გავლილი აქვს არაერთი სასწავლო კურსი მენეჯმენტის, რისკების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირებისა და აგრო დაფინანსების მიმართულებით საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში. იგი ასევე, LFS კამპუსის SME და აგრო მიმართულების პროგრამის კურსდამთავრებულია.

ზაზას კარიერა დაიწყო 2000 წელს,  “World Vision International”-ის საკრედიტო ოფიცრის პოზიციიდან. წარმატებული მუშაობით გახდა საუკეთესო საკრედიტო ოფიცრის ტიტულის მფლობელი. 2003-2006 წლებში ის იკავებდა სესხის მენეჯერის პოზიციას “Vision Fund”-ში. მისი კარიერა ახალ ეტაპზე გადავიდა 2007 წლიდან, როდესაც „Triquest International Group”-ის პროექტების მენეჯერი გახდა. კრედოში მუშაობის პერიოდში, ზაზამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხური წარმატებით გაიარა, იყო ფილიალის მენეჯერი, რეგიონალური ოპერაციების მენეჯერი, ოპერაციების მენეჯერის მოადგილე.

2014 წლიდან ზაზა ტყეშელაშვილი  სს „კრედო ბანკის“ საკრედიტო ოპერაციების დირექტორის თანამდებობაზეა და  დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრია.

სრულად ნახვა დახურვა

ირაკლი ზათიაშვილი

ფინანსური დირექტორი

ირაკლი 2017 წლიდან შემოუერთდა კრედო ბანკს ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. მას საბანკო ინდუსტრიაში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს.

კრედო ბანკის დირექტორთა საბჭოში გაწევრიანებამდე ირაკლი 2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის პირველ განყოფილებას, სადაც აქტიურ ზედამხედველობას უწევდა საქართველოს ბანკის ჰოლდინგის ბიზნეს ჯგუფში შემავალი კომპანიების ოპერაციებს.

2014-2015 წლებში იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ჰოლდინგურ კომპანია აგრონ ბიზნეს ჯგუფში. მანამდე, 2011 წლიდან 2014 წლამდე იყო პროკრედიტ ბანკის ფინანსური დირექტორი და მენეჯმენტ ბორდის წევრი. 2012 წლამდე გახლდათ ‘’LLC პროკრედიტ ფროფერთის’’ აღმასრულებელი დირექტორი სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებდა კომპანიის აქტივების მართვაში. 2008-2011 წლებში პროკრედიტ ბანკში იკავებდა მაღალი რგოლის მენეჯერის სხვადასხვა თანამდებობებს ფინანსურ მიმართულებაში. 

ირაკლი ზათიაშვილს 2002 წელს მიღებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა ESM -ის ბიზნეს ადმინისტრირების  ბაკალავრის ხარისხი. 2008-2009 წელს გავლილი აქვს პროკრედიტ ჰოლდინგის მენეჯმენტის 1 წლიანი პროგრამა მაკედონიაში. 2010-2012 წელს გავლილი აქვს პროკრედიტ ჰოლდინგის მენეჯმენტის 3 წლიანი პროგრამა გერმანიაში. 2016 წელს გავლილი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაკრო ეკონომიკის და ფინანსური სტაბილურობის პროფესიული პროგრამები ავსტრიაში.

 

სრულად ნახვა დახურვა