ჩატი

ზაზა ფირცხელავა

გენერალური დირექტორი

ზაზა ფირცხელავა 2014 წლიდან სს „კრედო ბანკის“ გენერალური დირექტორია. 1992 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკური სტატისტიკის ფაკულტეტი დაასრულა.  ამის შემდეგ განათლების მიღება თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა ESM -ში განაგრძო და 2004 წელს ფინანსური მართვის მაგისტრის ხარისხის მფლობელი გახდა.

ზაზა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ზოგადი მენეჯმენტის 2012 წლის პროგრამის (GMP) კურსდამთავრებულია. მას, ასევე, წარმატებით აქვს გავლილი 25-ზე მეტი სასწავლო კურსი ბიზნესის, ფინანსების, საბანკო და ზოგად მენეჯმენტში  საქართველოსა და ევროპაში.

კარიერა 1994 წელს სს „პონტო-პოლისი“ ბანკის, ფინანსური ანალიზის დეპარტამენტში, ექსპერტის პოზიციით დაიწყო. 1997 წლიდან სს „ინტელექტბანკის“, საკრედიტო დეპარტამენტის ექსპერტი იყო. 2002 – 2003 წელს, იკავებდა „ინტელექტბანკის“ ფინანსური ანალიზისა და დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.

კრედოს გუნდს 2003 წელს შემოუერთდა, ოპერაციების მართვის დირექტორად. 2013 წლიდან, შეითავსა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობები. წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე, ზაზა ფირცხელავა 2014 წლიდან დღემდე სათავეში უდგას საქართველოს საფინანსო სექტორში ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციას - სს „კრედო ბანკს“ და გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს.

 

სრულად ნახვა დახურვა

ზაზა ტყეშელაშვილი

საკრედიტო ოპერაციების დირექტორი

ზაზა ტყეშელაშვილი სს „კრედო ბანკის“ საკრედიტო ოპერაციების დირექტორია. 1997 წელს მან დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტების ფაკულტეტი, ხოლო 2015 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა ESM -ის მაგისტრი გახდა.

ზაზას გავლილი აქვს არაერთი სასწავლო კურსი მენეჯმენტის, რისკების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირებისა და აგრო დაფინანსების მიმართულებით საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში. იგი ასევე, LFS კამპუსის SME და აგრო მიმართულების პროგრამის კურსდამთავრებულია.

ზაზას კარიერა დაიწყო 2000 წელს,  “World Vision International”-ის საკრედიტო ოფიცრის პოზიციიდან. წარმატებული მუშაობით გახდა საუკეთესო საკრედიტო ოფიცრის ტიტულის მფლობელი. 2003-2006 წლებში ის იკავებდა სესხის მენეჯერის პოზიციას “Vision Fund”-ში. მისი კარიერა ახალ ეტაპზე გადავიდა 2007 წლიდან, როდესაც „Triquest International Group”-ის პროექტების მენეჯერი გახდა. კრედოში მუშაობის პერიოდში, ზაზამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხური წარმატებით გაიარა, იყო ფილიალის მენეჯერი, რეგიონალური ოპერაციების მენეჯერი, ოპერაციების მენეჯერის მოადგილე.

2014 წლიდან ზაზა ტყეშელაშვილი  სს „კრედო ბანკის“ საკრედიტო ოპერაციების დირექტორის თანამდებობაზეა და  დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრია.

სრულად ნახვა დახურვა

ირაკლი ზათიაშვილი

ფინანსური დირექტორი

ირაკლი 2017 წლიდან შემოუერთდა კრედო ბანკს ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. მას საბანკო ინდუსტრიაში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს.

კრედო ბანკის დირექტორთა საბჭოში გაწევრიანებამდე ირაკლი 2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის პირველ განყოფილებას, სადაც აქტიურ ზედამხედველობას უწევდა საქართველოს ბანკის ჰოლდინგის ბიზნეს ჯგუფში შემავალი კომპანიების ოპერაციებს.

2014-2015 წლებში იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ჰოლდინგურ კომპანია აგრონ ბიზნეს ჯგუფში. მანამდე, 2011 წლიდან 2014 წლამდე იყო პროკრედიტ ბანკის ფინანსური დირექტორი და მენეჯმენტ ბორდის წევრი. 2012 წლამდე გახლდათ ‘’LLC პროკრედიტ ფროფერთის’’ აღმასრულებელი დირექტორი სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებდა კომპანიის აქტივების მართვაში. 2008-2011 წლებში პროკრედიტ ბანკში იკავებდა მაღალი რგოლის მენეჯერის სხვადასხვა თანამდებობებს ფინანსურ მიმართულებაში.

ირაკლი ზათიაშვილს 2002 წელს მიღებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა ESM -ის ბიზნეს ადმინისტრირების  ბაკალავრის ხარისხი. 2008-2009 წელს გავლილი აქვს პროკრედიტ ჰოლდინგის მენეჯმენტის 1 წლიანი პროგრამა მაკედონიაში. 2010-2012 წელს გავლილი აქვს პროკრედიტ ჰოლდინგის მენეჯმენტის 3 წლიანი პროგრამა გერმანიაში. 2016 წელს გავლილი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაკრო ეკონომიკის და ფინანსური სტაბილურობის პროფესიული პროგრამები ავსტრიაში.

 

სრულად ნახვა დახურვა

ნიკოლოზ ქუთათელაძე

კომერციული დირექტორი

ნიკოლოზ ქუთათელაძე სს „კრედო ბანკის“ კომერციული დირექტორია.

ნიკოლოზმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1998 წელს დაასრულა. 2010 წელს კი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა ESM -ის, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მფლობელი გახდა.

ნიკოლოზს წარმატებით აქვს გავლილი არაერთი ტრენინგი თუ სასწავლო პროგრამა მარკეტინგული კვლევების, მომხმარებელთან ურთიერთობის, მართვისა და ლიდერობის, ფინანსებისა და ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ევროპის წამყვან ბიზნეს სკოლებში.

ნიკოლოზ ქუთათელაძემ კარიერა 1997 წელს „World Vision International“ -ის მიკროსაფინანსო პროგრამაში სესხის ოფიცრის პოზიციიდან დაიწყო. იგი მალევე დაწინაურდა და 1999 წლიდან 2005 წლამდე, "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ უფროსი სესხის ოფიცრის პოზიცია დაიკავა, ამავდროულად ითავსებდა მარკეტინგის ოფიცრის მოვალეობებს. გარდა ამისა, 1999 წელს იგი იყო პროექტების კოორდინატორი "Norwegian Refugee Council" -ში.

ნიკოლოზ ქუთათელაძე, 2005 წლიდან 2020 წლის მაისამდე, სათავეში ედგა საქართველოს საფინანსო სექტორში მოწინავე ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას და სს „კრედო ბანკის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე, 2020 წლის ივნისიდან, იგი სს "კრედო ბანკის" კომერციული დირექტორი და ამასთანავე დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.

სრულად ნახვა დახურვა

ალექსანდრე ქუმსიაშვილი

საინფორმაციო ტექნოლოგიების დირექტორი

ალექსანდრემ 1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მალევე ინტერპოლის ეროვნულ ბიუროში ინსპექტორ-პროგრამისტად დაიწყო კარიერული საქმიანობა. NCB-ში ყოფნის დროს მისი პირდაპირი ჩართულობით მრავალი ინოვაციური IT პროექტი განხორციელდა კომუნიკაციის, ფოტო ამოცნობის, მონაცემთა დამუშავებისა და ავტომატიზაციის მიმართულებით.

1998 წლიდან მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია International Rescue Committee-ში მონაცემთა ბაზისა და აქტივების მენეჯერის პოზიციაზე, მისი პასუხისმგებლობის არეალი IT ოპერაციებსა და მენეჯმენტს მოიცავდა. 2003 წელს, როდესაც საქართველოში დასრულდა
IRC-ს მისია, იგი World Vision Georgia-ს, ხოლო 2005 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედოს" გუნდს IT და MIS მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა. მას მიკროსაფინანსო/საბანკო სფეროში 15-წლიანი ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით - 25-წლიანი გამოცდილება გააჩნია.

ალექსანდრემ დაასრულა სხვადასხვა პროფესიული, ფინანსური, მენეჯმენტისა და მმართველობის პროგრამები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ევროპის წამყვან ბიზნეს სკოლებში.

ალექსანდრეს მაღალკვალიფიციურობისა და მისი საქმიანობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, 2020 წლის ივნისიდან იგი გახდა სს "კრედო ბანკის" დირექტორთა საბჭოს წევრი.

სრულად ნახვა დახურვა

გიორგი ნადარეიშვილი

რისკების დირექტორი

გიორგი ნადარეიშვილი 2021 წელს შემოუერთდა კრედო ბანკს რისკების დირექტორის პოზიციაზე.

გიორგის საბანკო საქმიანობა 1997 წელს დაიწყო, როდესაც ის შეუერთდა EBRD-ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში მომსახურე გერმანულ საკონსულტაციო გუნდს (IPC), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პირველ მიკროსაფინანსო ბანკს საქართველოში (MBG).

მან სხვადასხვა დროს იმუშავა პროკრედიტბანკში საქართველოში და უკრაინაში (1999-2005), ასევე თიბისი ჰოლდინგში შემავალი TBC Kredit-ში (აზერბაიჯანი) აღმასრულებელი დირექტორის (2007-2012) და ბანკი კონსტანტას საოპერაციო და რისკების დირექტორის პოზიციაზე (2012-2015). 2015 წლიდან გიორგიმ კარიერა გააგრძელა FINCA International-ში და დაინიშნა საოპერაციო დირექტორად სომხეთში, ხოლო მოგვიანებით 2018 წლიდან გახდა ფინკა ბანკი საქართველოს კომერციული დირექტორი.

გიორგი ნადარეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია (1997). 2008-დან 2012 წლამდე მან გაიარა ბანკირების პროფესიული სწავლების კურსი პენსილვანიის უნივერსიტეტში (ABA Stonier Gradute School of Banking). 2014 წლიდან ის ჩაერთო Edinburgh Business School, Heriot-Watt University-ის დისტანციური სწავლების MBA პროგრამაში და გაიარა სამაგისტრო პროგრამის მოდულები. გავლილი აქვს სხვადასხვა მიმართულების 15-ზე მეტი სასწავლო პროგრამა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სრულად ნახვა დახურვა

ანტუან ჰურპინი

ციფრული ოპერაციების დირექტორი

ანტუან ჰურპინმა ,,კრედო ბანკში“ მუშაობა დაიწყო 2020 წლის იანვარში ბანკის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. მანამდე ანტუანს იგივე პოზიცია ეკავა AccèsBanque -ში. იგი ასევე მუშაობდა საფრანგეთის განვითარების საფინანსო ორგანიზაციაში - the French Development Finance Institution Proparco, Société Générale, და ,,დოიჩე პოსტბანკში“ - Deutsche Postbank. ანტუანმა დაამთავრა მონრეალის უნივერსიტეტი და ფრანკფურტის საფინანასო და მენეჯმენტის სკოლა.

სრულად ნახვა დახურვა