დისტანციური სერვისების გამოყენება, დღევანდელი მდგომარეობით მნიშვნელოვანი საჭიროებაა თითოეული ჩვენგანისთვის. კრედო ბანკი მუდმივად ზრუნავს ციფრული პროდუქტების განვითარებასა და განახლებაზე, სწორედ ამიტომ, 1 ნოემბრიდან გთავაზობთ ისარგებლოთ სრულიად ახალი, უნივერსალური, კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელი ინტერნეტ ბანკით Mycredo.ge

ასევე, 1 ნოემბრიდან, შესაძლებელი იქნება Mycredo - მობაილ ბანკის აპლიკაციით სარგებლობა, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე.

მობაილ ბანკში მომხმარებელს დამატებით, საინტერესო ფუნქციებსა და შესაძლებლობებს ვთავაზობთ:

  • ქართველური ენები - მეგრული და სვანური ენები შენს ინტერნეტ და მობაილ ბანკში
  • გადარიცხვა კრედო ბანკში მხოლოდ მობილური ნომრის გამოყენებით
  • გზავნილების დისტანციურად განაღდება

ყოველივე ეს კი იძლევა აპლიკაციის ეფექტურად გამოყენებისა და სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე სასურველი საბანკო ოპერაციის კომფორტულად განხორციელების შესაძლებლობას.

ჩვენი მიზანია, უსაფრთხო, მარტივი, მრავალფეროვანი და მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლისთვის ონლაინ საბანკო სერვისები. Mycredo კი, სწორედ ამ შესაძლებლობას გთავაზობთ.

იხილე, Mycredo Mobile app-ის გამოყენების ინსტრუქცია

ისარგებლე, კრედო ბანკის ახალი მობაილ ბანკით და გაიმარტივე შენი ყოველდღიურობა.