კრედო ბანკსა და ADB-ს შორის 60 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული რესურსი უზრუნველყოფს გრძელვადიან ფინანსირებას ადგილობრივ ვალუტაში, რომლის  მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. სესხთან ერთად, ADB-ს ტექნიკური დახმარების  პროგრამა, კრედო ბანკს საშუალებას მისცემს განავითაროს დისტანციური არხები და კომფორტული მომსახურება  გაუწიოს მომხმარებლებს რეგიონების მასშტაბით.  პროგრამა, აგრეთვე, უზრუნველყოფს ტრენინგებს ბიზნესისა და ფინანსური ცოდნის ასამაღლებლად, რომელიც, ძირითადად, ორიენტირებული იქნება ქალ მეწარმეებზე.

  კრედო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმატებული პარტნიორობა უკვე ოთხ წელს ითვლის.  ჯამური სესხების  მოცულობა, ტექნიკური დახმარების  პროგრამასთან ერთად, 110 მილიონი ლარის რესურსს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, კრედო ბანკმა წარმატებით განხორციელა საბანკო ტრანსფორმაცია. სამომავლოდ, ჩვენთან თანამშრომლობით, ADB მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. ამავე მიზნობრივობით ლარში უზრუნველყოფილი სესხი კი, მომხმარებლებს სავალუტო რისკისაგან დაიცავს

განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ.

  „ეს ADB-ს რიგით მეორე პროექტია კრედოსთან, რომელიც უკვე ბანკის სტატუსით მოქმედებს ბაზარზე და გაუმჯობესებული პირობებით ემსახურება მომხმარებლებს. აღნიშნული ტრანზაქცია მიზნად ისახავს რეგიონების მასშტაბით საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და მეწარმეების ხელშეწყობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ADB-ს წამყვანმა საინვესტიციო სპეციალისტმა, რაინერ ჰარტელმა. „ჩვენთვის საამაყოა კრედო ბანკთან პარტნიორობა და საგანმანათლებლო აქტივობების წამოწყება, რომელიც ძირითადად განკუთვნილი იქნება ქალი მეწარმეებისთვის“.