ინტერნეტ და მობაილ ბანკის პლატფორმა კრედო ბანკმა ირლანდიულ კომპანია CR2 -თან ერთად შეიმუშავა. CR2 დღესდღეისობით 100 ზე მეტ ბანკთან თანამშრომლობს მსოფლიოს 60 ქვეყანაში და მათ თანამედროვე, უსაფრთხო და მოქნილი ინოვაციური ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს.

კრედო ბანკის მობაილ და ინტერნეტ ბანკით ნებისმიერ დროს, სერვისცენტრში მოუსვლელად, შესაძლებელია მრავალი საბანკო ოპერაციის განხორციელება. შედეგად მომხმარებლები კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მოიხმარენ კრედო ბანკის უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს. ინტერნეტ ბანკი განსაკუთრებით დიდ ფასეულობას ქმნის იურიდიული პირებისთვის, ვინაიდან მათ პირველად შეეძლებათ სრულფასოვანი საბანკო მომსახურების მიღება კრედო ბანკის ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.

კრედო ბანკის ინტერნეტ ბანკით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ვებ მისამართზე icredo.ge, ასევე მობილური აპლიკაციის საშუალებითაც.

 ინტერნეტ ბანკით სარგებლობა 1 ოქტომბრამდე უფასოა

 

გადმოწერე აპლიკაცია

 

ინტერნეტ და მობაილ ბანკით სარგებლობის ვიდეო ინსტრუქცია: