კრედო ბანკი, რჩეულ მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტით საბანკო მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღებას სთავაზობს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, განახორციელოს ტრანზაქციები და მიიღოს შესაბამისი შეტყობინებები მომხმარებლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

E-mail Banking მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა ფლობდეთ პირად ელექტრონულ ფოსტას, სასურველი ოპერაციის განხორციელების მოთხოვნა კი გამოაგზავნოთ მისამართზე [email protected]

თქვენ შეგიძლიათ:

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენი ანგარიშებისა და სესხების შესახებ
  • მიიღოთ ანგარიშების რეკვიზიტები, ამონაწერი და ცნობა
  • განახორციელოთ გადარიცხვები საკუთარ ანგარიშზე
  • განახორციელოთ კომუნალური გადახდები და შეავსოთ მობილური ბალანსი
  • მოახდინოთ უნაღდო კონვერტაცია
  • გახსნათ, დაარღვიოთ ან დაამატოთ თანხა ანაბარზე
  • შეუკვეთოთ, დაბლოკოთ ან განაახლოთ სადებეტო ბარათი
  • შეუკვეთოთ საკრედიტო ბარათი, მასზე ლიმიტის გაზრდა, შემცირება ან გაუქმება
  • მოითხოვოთ ოვერდრაფტის ლიმიტი, მისი გაზრდა, შემცირება ან გაუქმება
  • მოითხოვოთ სესხი
  • განახორციელოთ სესხის ნაწილობრივი ან წინსწრებით დაფარვა
  • შეიძინოთ ან გააუქმოთ სადაზღვევო პროდუქტები
  • გააუქმოთ არასასურველი ტრანზაქცია