კრედო ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისაგან (EBRD) სპეციალური ჯილდო მიიღო — Residential Banker Award ბანკს პროექტში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა, რომელიც მწვანე ეკონომიკის პროექტების დაფინანსებას გულისხმობს. პროექტი საქართველოში Caucasus Energy Efficiency პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მის მხარდაჭერას ევროკავშირი და ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

კრედო ბანკი პროექტში 2014 წლიდან აქტიურად არის ჩართული. შედეგად ბანკისგან დაფინანსება 3300-ზე მეტმა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო, რომლებიც ძირითადად აგრარულ და ტურისტულ არეალებს მოიცავს. ამასთანავე, კრედო ბანკი პერიოდულად  არაერთ კამპანიას აწარმოებს მის კლიენტებთან ენერგოეფექტურობის ცნობადობის ამაღლების მხრივ.

EBRD-ის ახალი, მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა, მცირე და საშუალო ბიზნესსა და ოჯახებს ხელს უწყობს ქართული ბანკებიდან მიღებული სესხების საშუალებით ენერგოეფექტურობის, კლიმატის გაუმჯობესებისა და რესურსების მდგრადად და ეფექტურად გამოყენების პროექტების განხორციელებაში