ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ტრანზაქცია ქართული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობასა და ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას მოხმარდება.

გარიგება 100%-ით აკმაყოფილებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზანს უთანასწორობის შემცირებასთან დაკავშირებით. FMO-მ გრძელვადიანი რესურსი ადგილობრივ ვალუტაში, საქართველოში AAA რეიტინგის მქონე ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვებით და კერძო განთავსებით მოიზიდა.  ეს კი, თავის მხრივ, მხარს უჭერს ქვეყანაში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ეკონომიკის დე-დოლარიზაციას.

 

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო FMO-ს კიდევ ერთი წარმატებული გარიგებისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ექვს წელიწადს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში FMO-მ 200 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიცია განახორციელა კრედო ბანკში - საქართველოში დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეწარმეებს  მიიღონ ხელმისაწვდომი და გრძელვადიანი დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში, რაც მეტად მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.“ - განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ

„მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნული ტრანზაქციით კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორის კრედო ბანკის მისიას. ინვესტიცია, ერთის მხრივ ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების და ახალგაზრდა მეწარმეთა ფინანსურ ჩართულობას, მეორეს მხრივ კი შეესაბამება ჩვენს სტრატეგიულ მანდატს, შევამციროთ უთანასწორობა და გავზარდოთ ჩვენი დადებითი გავლენა საქართველოში ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით. მოუთმენლად ველით კრედო ბანკთან წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალშიც.“ -  FMO–ს ფინანსური ინსტიტუტების დირექტორი მარნიქს მონსფორტი.

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი მიესალმება აღნიშნულ შეთანხმებას, როგორც „FMO-ს ინვესტირების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ნდობის გამოხატვას ქართული ეკონომიკის მიმართ - „განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ გარიგება ხელს უწყობს ახალგაზრდა მეწარმეთა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას, ამასთანავე მიზნად ისახავს უთანასწორობის შემცირებას. საქართველოს ეკონომიკისთვის COVID-19-ისა და რეგიონული მოვლენების, მათ შორის უკრაინის ომის გამო, რთული დროა. მოხარული ვარ, რომ FMO-ს, სანდო პარტნიორ კრედო ბანკთან თანამშრომლობით, შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციაში, ინკლუზიურ ზრდასა და დასაქმებაში, განსაკუთრებით კი აგრო სექტორში მოღვაწე ახალგაზრდებისთვის.“

“ნიდერლანდების განვითარების ბანკი - FMO  გამორჩეული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი და საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია, რომელსაც ქვეყნის მდგრად ზრდა-განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს. აღნიშნული 100 მილიონი ლარის მოცულობის 5 წლიანი შეთანხმებაც საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო სეგმენტისა და ახალგაზრდა მეწარმეების თანადგომას ემსახურება, რითაც იგი გამორჩეული ტრანზაქციაა კრედო ბანკის ბიზნეს მოდელისთვის. ბანკის მომხმარებელთა სეგმენტისთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი დაფინანსების ადგილობრივ ვალუტაში უზრუნველყოფა. FMO-ს მიერ საქართველოს ფინანსური სექტორის დაფინანსება კი მნიშვნელოვნად  უწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, დადებით გარემოს დაცვით და სოციალურ გავლენას საქართველოში.“ - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ.

 

credo 

 

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვისცენტრით 430 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მდგრადი ფინანსური სერვისების მიწოდება, განსაკუთრებით შემოსავლისა და დასაქმების შესაძლებლობის მქონე სასოფლო-სამეურნეო სექტორებში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ სოციალური გავლენისა და განვითარების მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Microfinance Holding AG, შვეიცარიული responsAbility Investments AG, ჰოლანდიური Triodos Investment Management BV და ფრანგული Proparco

 

FMO-ს შესახებ

ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) წარმოადგენს ჰოლანდიის მეწარმეთა განვითარების ბანკს. როგორც დადებითი გავლენის მქონე ლიდერი ინვესტორი, განვითარებად ქვეყნებში ამბიციურ პროექტებსა და მეწარმეებში ინვესტირებით FMO მხარს უჭერს კერძო სექტორის სტაბილურ ზრდას. FMO-ს სწამს, რომ ძლიერი კერძო სექტორი ეკონომიკური და სოციალური განვითარების საწინდარია. მას 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ადამიანების უნარების გაძლიერებასა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ფოკუსირდება სამ სექტორზე, რომლებსაც ქვეყნის განვითარებაზე დიდი გავლენა აქვს: ფინანსური ინსტიტუტები, აგრო ბიზნესი, წყალი და საკვები.  12.1 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით, რომელიც 85 ქვეყანაშია ინვესტირებული, FMO ერთ-ერთი უდიდესი კერძო სექტორის განვითარების ბილატერალური ბანკია მსოფლიოში.