კრედო ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე წამყვანი ბანკია საქართველოს საბანკო-საფინანსო ბაზარზე. დღესდღეობით 72 სერვისცენტრის საშუალებით იგი 300 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. კრედო ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და დასაქმებას ქვეყნის მასშტაბით.

მომხმარებელთა უკეთ მომსახურების მიზნით კრედო ბანკი დღითი დღე ხვეწს საბანკო პროდუქტებს და აფართოებს ასორტიმენტს. კრედო ბანკის ანაბრები ნებისმიერ საჭიროებას ერგება და დღეიდან კიდევ უფრო სარგებლიანი ხდება მომხმარებლებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ვადიან ანაბარს
  • ზრდად ანაბარს
  • შემნახველ ანაბარს
  • სადეპოზიტო სერტიფიკატს

შეგახენებთ, რომ ჩვენთან საუკეთესო პირობაა ლარში გახსნილი ანაბრის ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში. დაგროვება ზრდად ანაბარზე 10-10 ლარითაც არის შესაძლებელი და შენატანების სავალდებულო გრაფიკი არ მოითხოვება. ხოლო გაზრდილი წლიური საპროცენტო სარგებელი 15.15% მდე აღწევს (ეფექტური 14.15% მდე).

 

 გაიგე მეტი

 

კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა საერთაშორისო კონსორციუმი, რომელიც  Access Microfinance Holding AG (გერმანია), responsAbility Investments AG (შვეიცარია) და Triodos Investment Management BV (ჰოლანდია) -სგან შედგება.