კრედო ბანკი იპოთეკის სუბსიდირების პროგრამის პარტნიორია!

მიიღეთ 4%-მდე სუბსიდირება 5 წლის ვადით.

სახელმწიფოსა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ -ს მიერ შემუშავებული პროგრამის მიზანია მომხმარებლების მაქსიმალური ხელშეწყობა და დეველოპერულ სექტორში კორონა ვირუსით გამოწვეული სირთულეების დაძლევა.

შეიძინეთ ბინა, როგორც კრედო ბანკის პარტნიორი დეველოპერი კომპანიებისგან:

ასევე, ნებისმიერი სასურველი დეველოპერული კომპანიისგან, ჩაერთეთ პროგრამაში  და ისარგებლეთ საუკეთესო პირობებით.

რა არის სუბსიდირების პროგრამა?

პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან ბინის შეძენის შემთხვევაში, იპოთეკური სესხის მსესხებლები მაქსიმუმ 4%-იან დაფინანსებას მიიღებენ 5 წლის ვადით. პროგრამა გავრცელდება ეროვნულ ვალუტაში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე.

პირობები:

  • სესხის ვალუტა - ლარი
  • ვადა -  120 თვემდე
  • თანხა - 200,000 ლარამდე
  • სუბსიდირების ვადა - 5 წლამდე

რა არის საჭირო პროგრამაში ჩასართავად?

პროგრამით სარგებლობისა და სუბსიდიის მისაღებად საჭიროა იპოთეკური სესხი გაიცეს კრედო ბანკში ფიზიკურ პირზე  2020 წლის 31 დეკემბრამდე, სამშენებლო ან დეველოპერულ კომპანიაში საცხოვრებელი ბინის შეძენის მიზნით.

მოითხოვე ახლავე: