წარმოუდგენელია, 21 საუკუნეში ნაღდი ფულის ტარება, საკუთარი ფინანსების კონტროლისთვის დავთრების წერა, ფულის კარადის კუთხეში გადანახავა და ბევრი, ბევრი წვრილმანი, რომელიც მობაილ და ინტერნეტ ბანკის გამოჩენამ, სრულიად უფუნქციოდ და უკვე წარსულად აქცია. თუმცა ჯერ კიდევ, სოფელში, მთაში, ზღვაზე და სულაც საზღვარგარეთ წასვლისას, ვშიშობთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე, რომელიც მობაილ ბანკის გამოყენებისთვის გვჭირდებოდა. ზუსტადაც, რომ გვჭირდებოდა, დღეს ესეც უკვე წარსულია, რადგან კრედო ბანკის მობაილ ბანკით Mycredo სარგებლობა უკვე ინტერნეტის გარეშეც არის შესაძლებელი!

რამდენჯერ ჩავარდნილხარ უხერხულ მდგომარეობაში, მეგობარს, ოჯახის წევრს თანხის გაგზავნას ან მობილურის შევსებას რომ დაჰპირდი და ამ დროს ხელსაყრელ საშუალებას ვერ პოულობ, დისკომფორტს გიქმნის რიგები ან ჩასარიცხი აპარატების ძებნა ან ინტერნეტი არ იჭერს, შენ კი ძალიან გეჩქარება?!
Mycredo-ს საშუალებით მსგავსი დისკომფორტი შენთვის აღარასდროს განმეორდება!
შენ შეგიძლია გქონდეს სრული კონტროლი შენს თანხებზე.
განკარგო როგორც გინდა, გადარიცხო როდესაც გინდა, საიდანაც გინდა, ყოველგვარი შეზღუდვების და დაბრკოლებების გარეშე. ინტერნეტიც კი ვეღარ შეუშლის ხელს შენს გეგმებს...
შენ რა უნდა გააკეთო ამისთვის?
შენ მხოლოდ გადმოწერე Mycredo და გახსენი შენი ბანკი პირდაპირ შენს ტელეფონში, სულ ეს არის!
ამის შემდეგ კი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან უმარტივესად სახლიდან გაუსვლელად, გადაიხადე კომუნალურები და დაზოგე თანხა, რადგან დამატებითი საკომისიოს გადახდა არ მოგიწევს. გადარიცხე თანხა პირდაპირ კონტაქტებიდან, ან შეავსე მობილური ანგარიში, დაზოგე დრო და ენერგია. ბანკში სიარული უკვე წარსულია, შენი ბანკი მუდამ შენთანაა. ჩვენ გთავაზობთ გზავნილის ონლაინ განაღდებას თანხის კონვერტაციის საუკეთესო კურსით. ანაბრის გასახსნელადაც კი ინტერნეტ და მობაილ ბანკს გამოიყენებ, ყველაზე მაღალი სარგებლით, მომენტალურად გახსნი ან დაამატებ თანხას უკვე არსებულ ანაბარს. შეგიძლია აქვე მოითხოვო და მიიღო სესხი, შეუკვეთო პლასტიკური ბარათი, რომელსაც უფასოდ, სახლში მოგიტანთ და რაც მთავარია, ისარგებლო ჩვენი სერივისით შენთვის გასაგებ ენაზე - რომელიც საერთაშორისო ენების გარდა უკვე ადაპტირებულია მეგრულ, სვანურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

თუ ჯერ კიდევ არ გადმოგიწერია Mycredo,

გადმოწერე ახლავე, გამოსცადე, გაიმარტივე ყოველდღიურობა და გახდი ჩვენიანი!