2019 წლის 4 ნოემბერს კრედო ბანკის კიდევ ერთი სერვისცენტრი თბილისში, კერძოდ კი საბურთალოზე - კ. გამსახურდიას გამზირზე #6-ში გაიხსნა.

უკვე საქართველოში ჩვენი ბანკის 70 სერვისცენტრი ოპერირებს, აღნიშნული სერვისენტრი კი რიგით მერვეა თბილისში.

ახალი სერვისცენტრი ორიენტირებულია ნებისმიერ მომხმარებელს მიაწოდოს ბანკის სერვისები, მოემსახუროს კომფორტულად და კიდევ უფრო გაუმჯობესებული ხარისხით.

სერვისცენტრი იმუშავებს ყოველდღე, კვირის გარდა, მისამართზე : თბილისი, კ. გამსახურდიას ქ. #6

სამუშაო საათები:

ორშაბათი-პარასკევი: 10:00 – 17:30

შაბათი: 10:15 – 12:15