კრედო ბანკი თავის მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ სერვისს. აღარ არის საჭირო გზავნილის გასანაღდებლად ვიზიტი სერვისცენტრში, ანდა სხვა გამნაღდებელი პუნქტების დაუსრულებელ რიგში დგომა. გზავნილის განაღდება უკვე შესაძლებელია კრედო ბანკის ქოლ ცენტრის დახმარებით ან ინტერნეტ და მობაილ ბანკ mycredo-ს საშუალებით.

 

ინტერნეტ და მობაილ ბაკი mycredo შექმნილია ყველასთვის, ვისაც საბანკო საფინანსო პროდუქტებით სარგებლობა სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სურს. ინტერნეტ და მობაილ ბანკით სარგებლობა უფასოა!

 

თუკი სარგებლობთ გზავნილების სისტემებით, როგორიცაა კონტაქტი, რია, ინტელექსპრესი, მანიგრამი, იუნისტრიმი, ზალატაია კარონა ან კრედო ბანკის ლოკალური გზავნილების სისტემა „სპრინტი“ და უკვე გაქვთ მიმდინარე ანგარიში კრედო ბანკში - ეწვიეთ ინტერნეტ და მობაილ ბანკ mycredo-ს, დარეგისტრირდით და დაისვით 10,000 ლარამდე გზავნილი ჩვენს ბანკში გახსნილ თქვენსავე ანგარიშზე სახლიდან გაუსვლელად.

 

ინტერნეტ ბანკ mycredo.ge-დან ანგარიშზე დასმული თანხის ლარში გადახურდავება სპეციალური კურსით არის შესაძლებელი, რომლის მსგავსს კრედო ბანკის გარდა ვერსად ვერ მიიღებთ სხვაგან.

 

ინტერნეტ და მობაილ ბანკ mycredo-ს საშუალებით შეძლებთ თქვენი ფინანსების მართვას, კომუნალური გადასახადების გადახდას, მობილური ბანასის შევსებას (როგორც საკუთარის, ასევე სხვისი), თანხის გადარიცხვას და ა.შ.

 

არ გაქვთ კრედო ბანკის პლასტიკური ბარათი? ახლა საუკეთესო დროა ინტერნეტ ბანკ mycredo.ge-ს საშუალებით შეგვიკვეთოთ სადებეტო მასთერქარდი, ჩვენ მას უფასოდ დაგიმზადებთ!

 

გზავნილის ანგარიშზე გადატანა ქოლ ცენტრის დახმარებითაცაა შესაძლებელი. დაუკავშირდით კრედო ბანკის ქოლ ცენტრს ნომერზე 032 242 42 42  ან *4242 და ჩვენი ოპერატორები გზავნილის თანხას თქვენსავე მიმდინარე ანგარიშზე გადაიტანენ. მიმდინარე ანგარიშზე დასმულ თანხას კი ინტერნეტ და მობაილ ბანკ mycredo-ს დახმარებით მარტივად და კომფორტულად განკარგავთ.

თუკი ჯერ კიდევ არ ხართ კრედო ბანკის მომხმარებელი, არ გაქვთ პლასტიკური ბარათი ან მიმდინარე ანგარიში კრედო ბანკში - სასწრაფოდ ეწვიეთ თქვენთვის სასურველ სერვისცენტრს, გახსენით მიმდინარე ანგარიში, თავად დარეგისტრირდით ან სთხოვეთ ოპერატორს, დაგარეგისტრიროთ ინტერნეტ და მობაილ ბანკ mycredo-ზე და მიიღეთ გზავნილების განაღდების სწრაფი, მარტივი და კომფორტული სერვისი სახლიდან გაუსვლელად. შეგვიკვეთეთ სადებეტო მასთერქარდი ინტერნეტ ბანკ mycredo.ge-დან, რომელსაც ჩვენ უფასოდ დაგიმზადებთ!

ინტერნეტ და მობაილ ბანკ Mycredo-ზე დარეგისტრირებისას, თუკი რამ გაუგებარი იქნება - დაუკავშირდით კრედო ბანკის ქოლ ცენტრს ნომერზე 032 242 42 42 ან *4242. ქოლ ცენტრის თანამშრომლები ყველა დეტალის მოგვარებაში დაგეხმარებიან.

 

გაანაღდე გზავნილი mycredo.ge-ზე!

 

კრედო ბანკი, გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიების დანიშვნას ახმარს.