მზის ენერგია არის ალტერნატიული, განახლებადი სუფთა ენერგია, რომელიც შესაძლოა გარდაიქმნას ელექტროენერგიის წარმოებისა და წყლის გათბობისთვის საყოფაცხოვრებო, კომერციული ან სამრეწველო გამოყენებისთვის.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მზის ეფექტური და გრძელვადიანი გამოსხივება საკმაოდ დიდია ამიტომ, შესაძლებელია მისი მეშვეობით შემცირდეს, ან სრულიად განულდეს ელექტროენერგიის გადასახადი, ბიზნესის ხელშეწყობის, ხარჯების დაზოგვისა და  მეტი მოგების მიღების მიზნით.

კრედო ბანკი ელიონ სოლარ სოლუშენთან ერთად გთავაზობთ იაფი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური პროგრამის  ფარგლებში ისარგებლოთ სესხის საუკეთესო პირობებით, შემდეგ პროდუქტებზე:

  • მზის ელექტროსადგურზე ბიზნესისთვის
  • შიდა ქსელთან დაკავშირებული მზის ელექტროსადგური
  • წყლის გაცხელება & აუზი მზის მოდულებით გადახურვა
  • ჰიბრიდული მზის ელექტროსადგური
  • ავტონომიური მზის ელექტროსადგური
  • მზის მოდულებით გადახურვა

ელიონ სოლარ სოლუშენისგან კი კრედო ბანკის მომხმარებლები დამატებით, საჩუქრად მიიღებენ:

  • უფასო პროექტირება 3D დიზაინით და ყოველთვიური გამომუშავების პროგნოზით
  • მასალების უფასო ტრანსპორტირება
  • მზის მოდულების გასუფთავების უფასო სერვისი 1 წლის განმავლობაში