ჩატი
ინტერნეტბანკი

აგრო სესხი

სესხი განკუთვნილია პირებისთვის, რომელთა შემოსავლის წყაროს ძირითადად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა წარმოადგენს.
სესხი გაიცემა როგორც ბიზნეს, ასევე სამომხმარებლო საჭიროებისთვის. ხოლო გადახდის სეზონური გრაფიკი საშუალებას იძლევა სესხი დაიფაროს მსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გადახდებით.
კრედო ბანკის აგრო სესხი აგრეთვე ხელსაყრელია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენად როგორც კერძო პირებისგან - ასევე eauction.ge -ზე. ამ დროს არ არის სავალდებულო მიზნად ისახავდეთ ან იყოთ დაკავებული სასოფლო სამეურნეო საქმიანობით. სასოფლო სამეურნეო მიწის შესაძენად საკმარისია გქონდეთ ნებისმიერი სახის შემოსავლი, რომლითაც უზრუნველყოფთ განვადების გადახდას და არ აქვს მნიშვნელობა შემოსავლებს ხელზე იღებთ თუ ბანკში გერიცხებათ
უპირატესობები
  • მომხმარებლის შემოსავლებსა და სურვილებზე მორგებული სესხის გადახდის მოქნილი გრაფიკი, სეზონური გადახდებით
  • საშეღავათო პერიოდი 11 თვემდე, როგორც ძირ თანხაზე, ასევე ძირ თანხასა და საპროცენტო განაკვეთზე
  • სესხის აღების სწრაფი და მარტივი პროცედურა
  • კრედოს წარმომადგენელი ყველა სოფელში, რომელიც დაგეხმარებათ უმოკლეს ვადებში მიიღოთ სასურველი თანხა
პირობები
  • სესხის ვალუტა - ლარი
  • სესხის ვადა - 60 თვემდე, მიწის შეძენის შემთხვევაში - 120 თვემდე
  • საშეღავათო პერიოდი - 11 თვემდე
  • დაფარვის სიხშირე - მოთხოვნის შესაბამისად, როგორც სტანდარტული ასევე სეზონური გადახდის გრაფიკი