ჩატი

დაზღვევა და მეტი

ბარათი „დაზღვევა და მეტი“ - სადაზღვევო კომპანია იმედი L -ის მიერ სპეციალურად, კრედო ბანკის მომხმარებლებისთვის შექმნილი უნიკალური პროდუქტია, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოთ იმედი L -ის პერსონალური ექიმის მომსახურებითა და 24/7-ზე საკონსულტაციო სერვისით. ისარგებლოთ ფასდაკლებებით: მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პროცედურებზე, სტომატოლოგიურ მომსახურებაზე, მხედველობის კორექციაზე ექსიმერული ლაზერით, მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ფიზიოთერაპიზე მასაჟებსა და ვარჯიშებზე.

დამატებით, ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ 40%-იანი ფასდაკლებით სააფთიაქო ქსელებში:

  • GPC-ის ქსელში - მაქსიმუმ 5 სასურველ მედიკამენტზე
  • Pharmadepot-ს ქსელში - მაქსიმუმ 5 სასურველ თავის მოვლის, დეკორატიული კოსმეტიკისა და ბავშვთა მოვლის პროდუქციაზე

შეთავაზების სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ სადაზღვევო კომპანია Imedi L-ის მიერ გამოგზავნილი ფასდაკლების ერთჯერადი კოდის წარდგენა.

 

"დაზღვევა და მეტი" პაკეტის შეძენა უკვე დისტანციურად, სრულიად ონლაინ, Mycredo მობაილ ბანკიდან არის შესაძლებელი. ასევე, სადაზღვევო კომპანია Imedi L-ის პორტალიდან pacredo.imedil.ge შეძენილი ელექტრონული პოლისი მიღების მომდევნო დღიდანვე აქტიურია და თქვენ შეუფერხებლად შეძლებთ საჭიროებისამებრ სარგებლობას.

 

მნიშვნელოვანია, რომ ბარათის შეძენით არ იხსნება სოციალურად დაუცველის სტატუსი, ბარათით სარგებლობა კი, შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

პირობები
  • გეგმიური ამბულატორა - „ევექსის“ პოლიკლინიკებში, „გორმედსა“ და „ჯეო ჰოსპიტალში“
  • მაღალტექნოლოგიური კვლევები (კომპიუტერული/მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია)
  • სტომატოლოგია „ნიუ დენტის“ ქსელში
  • ფიზიოთერაპია, მასაჟი, ვარჯიში - „ფემილი კლინიკა“
  • მხედველობის ექსიმერული ლაზერით კორექცია - „ახალ მზერასა“ და „ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში“
  • კომპენსაცია უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალებისას - საბაზისო ბარათი - 5000 ლარი; გაუმჯობესებული ბარათი - 8000 ლარი
  • პერსონალური ექიმის მომსახურება - 24/7 კონსულტაცია

ასევე, ბარათის მფლობელებს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვთ შესაძლებლობა ევექსის თბილისის პოლიკლინიკების სპეციალისტებთან მიიღონ სატელეფონო მომსახურება 50%-იანი ფასდაკლებით.

პროექტში ჩართული სპეციალისტები:

  • ალერგოლოგი
  • ბავშვთა ენდოკრინოლოგი
  • ბავშვთა ნევროლოგი
  • გასტროენტეროლოგი
  • გინეკოლოგი
  • თერაპევტი
  • ენდოკრინოლოგი
  • კარდიოლოგი
  • ნევროლოგი
  • ოფთალმოლოგი
  • რევმატოლოგი
  • დერმატოლოგი

მომსახურების დაჯავშნა და დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია იმედი L-ის სატელეფონო ცენტრის მეშვეობით : 032 292 22 22

მომსახურების მისაღებად აუცილებელია, პაციენტს ჰქონდეს გამოწერილი მიმართვა იმედი L-ის პერსონალური ექიმის მიერ.

მომსახურების ღირებულების გადახდა შესაძლებელია პორტალზე - Epay.ge და საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკის მეშვეობით.

უპირატესობები
  • ბარათით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი ასაკიდან
  • უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების კომპენსაცია - 8000 ლარამდე
  • ბარათით სარგებლობა არ იწვევს სოციალური სტატუსის ცვლილებას