ჩატი

Pay Box - ჩასარიცხი აპარატი

კრედო ბანკის სერვის ცენტრებში განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით შესაძლებელია ანგარიშზე თანხის შეტანა შემდეგი დანიშნულებით:

  • თანხის შეტანა სესხის დასაფარად
  • შემოსავალი ნავაჭრი ამონაგებიდან
  • შემოსავალი მომსახურებიდან
  • სხვა შემოსავალი

კრედო ბანკის ანგარიშზე თანხის შეტანა კრედო ბანკში განთავსებული PAY BOX აპარატების გარდა ასევე შესაძლებელია: თიბისი ფეი/ TBC PAY, ექსპრეს ფეი / Express Pay (BOG), ელბი ფეი / LB Pay (Liberty), Onepay/ნუმუსი და ოპპა / OPPA-ს აპარატების გამოყენებით.

 

სწრაფი გადახდის აპარატით მომსახურების მიღება შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე

როგორ ვისარგებლო კრედო ბანკში სწრაფი გადახდის აპარატით?
  • ანგარიშზე თანხის შესატანად საჭიროა თანხის მიმღები იურიდიული პირი დარეგისტირირებული იყოს კრედო ბანკის მონაცემთა ბაზაში და გახსნილი ჰქონდეს ანგარიში
  • სწრაფი გადახდის აპარატით თანხის ანგარიშზე შეტანისას იურიდიული პირის იდენტიფიცირება ხდება საიდენტიფიკაციო ნომრით, ასევე სავალდებულოა გადამხდელი ფიზიკური პირის, პირადი ნომრის, დაბადების თარიღის და სახელი და გვარის მითითება.
  • აპარატით შეტანილი თანხის ასახვა თქვენს ანგარიშზე შესაძლებელია ლარში, აშშ დოლარში ან ევროში. თუ თანხის ასახვა ხდება ლარისგან განსხვავებულ ვალუტაში, კონვერტაცია ხორციელდება კრედო ბანკის კომერციული კურსით.
  • აპარატი იღებს მხოლოდ ლარის კუპიურებს/მონეტებს.
  • აპარატი არ იღებს 50 თეთრზე ნაკლები ნომინალის მონეტას.
  • ერთჯერადად გადახდილი თანხა დასაშვებია იყოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3000 ლარის ოდენობის
  • სამუშაო დღის 23:00 შემდეგ და/ან არასამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესრულებული სესხის გადახდის ოპერაცია სისტემაში აისახება მომდევნო სამუშაო დღის თარიღით.

გადახდის შესრულების დასტურად აპარატიდან შესაძლებელია ფიზიკურად ამობეჭდილი ქვითრის მიღება. ქვითარზე ინფორმაციის დატანა ხდება თქვენ მიერ შერჩეული საოპერაციო ენის მიხედვით.