საიტი მუშაობს ბეტა რეჟიმში.

ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
საიტი მუშაობს ბეტა რეჟიმში.
Company Logo

საბარათე სერვისები და რეკომენდაციები

აღნიშნულ გვერდზე გაეცნობით ბარათებთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას:

  • როგორ გამოვიყენოთ
  • რას მივაქციოთ ყურადღება
  • როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან
  • ბარათების უსაფრთხოების მექანიზმები
  • კონვერტაციის სქემა და სხვა


3D უსაფრთხოება:


3D უსაფრთხოების სერვისი წარმოადგენს ბარათებით ონლაინ ოპერაციების შესრულების უსაფრთხო მეთოდს. სერვისი მომხმარებელს იცავს თაღლითური ოპერაციებისგან და გამორიცხავს სხვა პირის მიერ ბარათით უნებართვოდ სარგებლობას. სერვისი აქტიურია კრედოს მიერ გამოშვებული ყველა ბარათისთვის და არის სრულიად უფასო. 


შენიშვნა:

  • 3D უსაფრთხოების კოდი კლიენტს ეგზავნება მას შემდეგ, რაც შეიყვანს ბარათის სრულ ციფრებს (16 ნიშნა კოდი, ვადა, cvv), ასევე 3D ვერიფიკაციის კოდი მომხმარებელს ეგზავნება მხოლოდ ბანკში მიერ რეგისტრირებულ ნომერზე, რასაც მინიმუმადე დაყავს რისკი, რომ ბარათი უნებართვოდ იქნას გამოყენებული.
  • თუ ბარათის მონაცემი დამახსოვრებულია საიტზე, ამ შემთხვევაში მხოლოდ პირველი ოპერაციის დროს ხდება 3D ვერიფიკაცია. გამონაკლისია ე.წ. მაღალი რისკის სავაჭრო ობიექტები, სადაც როგორც პირველად, ისე განმეორებით გადახდებზე საჭირო იქნება 3D უსაფრთხოების კოდით დადასტურება.
  • 3D ვერიფიკაციის კოდი ვალიდურია 2 წუთი, სამჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში ბარათს ეზღუდება ონლაინ ოპარაციის შესრულება


უსაფრთხოების მექანიზმი


მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კრედო ბანკში დაინერგა უსაფრთხოების ახალი მექანიზმი - რისკების მონიტორინგის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კრედო ბანკის ბარათებსა და პოს-ტერმინალებთან დაკავშირებული საეჭვო ოპერაციების მონიტორინგს. პროგრამა მიმართულია გამოავლინოს ისეთი ოპერაციები, რომლებიც შესაძლოა განხორციელდა არა ბარათის მფლობელის, არამედ სხვა პირის მიერ. შესაბამისად, თუ ბარათით სარგებლობისას, ოპერაცია ვერ დასრულდება წარმატებით, გთხოვთ, შეზღუდვის მოსახსნელად მიმართოთ კრედო ბანკის საინფორმაციო ცენტრს *4242 ან უახლოეს სერვისცენტრს.



Google Pay / Apply Pay


დაამატეთ პლასტიკური ბარათები Google Pay-სა და Apple Pay-ს ონლაინ საფულეში და აწარმოეთ უკონტაქტო გადახდები კიდევ უფრო მარტივად.


უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ორი გადახდის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე დაცული სისტემაა მსოფლიოში, რადგან ორი დიდი გიგანტის, გუგლისა და ეფლის პროდუქტებია.



ბარათის უსაფრთხოება


გაიაქტიურეთ ბარათების უსაფრთხოების სერვისი და დაიცავით თავი არალეგალური ტრანზაქციებით გამოწვეული ზარალისგან



კონვერტაციის სქემა


საბარათე ოპერაციების ანგარიშზე ასახვა ხორციელდება იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც განხორციელდა ოპერაცია, მიუხედავად იმისა, თუ რა ვალუტაში აქვს მომხმარებელს არჩეული პრიორიტეტი.


დეტალური ინფორმაცია კონვერტაციის სქემის შესახებ იხილეთ აქ


საბანკო ბარათებისა და ფიშინგის უსაფრთხოების სქემები


დეტალური რჩევები, თუ როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან, იხილეთ აქ


ბარათების გააქტიურება:


ბარათის აღების შემდეგ, გააქტიურების მიზნით, საჭიროა ბარათის განთავსება ბანკომატში და პინიანი ოპერაციის შესრულება, ან Mycredo-ს საშუალებით ბარათის აქტივაცია.


პლასტიკური ბარათებით გადახდის წესი:


პლასტიკური ბარათებით პინის გარეშე უკონტაქტო გადახდის ოპერაციების ჯამური ლიმიტია - 600 ლარი, ტრანზაქციის შესრულების პერიოდის მიუხედავად.

1-ლი მაისიდან, საქართველოს ტერიტორიაზე უპინოდ შესრულებული საბარათე ოპერაციების ჯამური რაოდენობა თუ მიაღწევს 600 ლარს, საჭირო ხდება აღნიშნული ოპერაციის პინით დადასტურება. პინით ოპერაციის დადასტურების შემდგომ, თავიდან ხდება 600 ლარიანი ლიმიტის დაანგარიშება და მოქმედებს ზემოთ აღნიშნული წესი. 


შენიშვნა:

მოცემული წესი არ მოქმედებს ელექტრონული საფულით (Google pay, Apple Pay) შესრულებულ ტრანზაქციებსა და ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდისას.

კონტაქტი

რ. თაბუკაშვილის ქ. #27, თბილისი

ორშ-პარ, 10:00 - 17:30

+995 322 42 42 42

info@credo.ge