Visa პლატინუმ ბარათი მაღალი რანგის სადებეტო პლასტიკური ბარათია, რომლის საშუალებით მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ პრემიუმ კლასის სერვისებით და ინდივიდუალური საკრედიტო ლიმიტებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ბარათი მოიცავს პრივილეგირებულ მომსახურებას და სპეციალურ ტარიფებს საბანკო პროდუქტებზე:
- თანხის განაღდებისა და გახარჯვის მაღალი ლიმიტი
- ექსკლუზიური შეთავაზებები და ქეშბექ აქციები
- Lounge Key - მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა აეროპორტში არსებულ ლაუნჯებში სარგებლობა
- კონსიერჟ სერვისი - კომფორტული მომსახურება მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების, მოგზაურობის დაგეგმვის, მეგობრისთვის საზღვარგარეთ საჩუქრის გაგზავნისა და სხვა მიზნების განსახორციელებლად
Lounge Key - ით სარგებლობის პირობები:
- 2024 წლის 1 ოქტომბრიდან Visa platinum ბარათის მფლობელები, აეროპორტის ლაუნჯებში პირველ ვიზიტს საჩუქრად მიიღებენ
- Visa platinum ბარათის მფლობელს, თუ პირველ ვიზიტის შემდეგ, ლაუნჯში ვიზიტამდე 35 დღით ადრე, ჯამურად საკუთარი ბარათით შესრულებული აქვს მინიმუმ 1500 ლარის ტრანზაქცია (სადაც არ მონაწილეობს თანხის განაღდება და P2P ოპერაციები), წლის განმავლობაში ლაუნჯებში 6 უფასო ვიზიტით ისარგებლებს (პირველი უფასო ვიზიტი შედის საერთო 6 ვიზიტში).
- თუ ბარათის მფლობელს, ლაუნჯში ვიზიტამდე 35 დღით ადრე, შესრულებული აქვს ჯამურად 5000 ლარის ტრანზაქცია (სადაც არ მონაწილეობს თანხის განაღდება და P2P ოპერაციები), ლაუნჯში ვიზიტის ულიმიტო რაოდენობით ისარგებლებს.
- იმისათვის, რომ Visa platinum ბარათის მფლობელმა შეძლოს ლაუნჯებით სარგებლობა, მნიშვნელოვანია, ჩამოტვირთოს ახალი აპლიკაცია და დაარეგისტრიროს პლატინუმ ბარათი, ამავე აპლიკაციაში, ან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზიტისას ლაუნჯის შესასვლელთან VISA-ს ოფიციალური წარმომადგენლის დახმარებით, 24/7-ზე
აპლიკაციის ჩამოტვირთვა: App Store | Play Market
ისიამოვნეთ გამორჩეული ლაუნჯის გამოცდილებით თქვენს Visa პრემიუმ ბარათთან ერთად.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: კონსიერჟ სერვისი | Visa
Visa პლატინუმ ბარათი შექმნილია „კრედო რჩეული“ მომხმარებლებისთვის და მისი შეკვეთა შესაძლებელია სერვისცენტრში - პირად ბანკირთან.