ჩატი

კონვერტაციის სქემა

საბარათე ოპერაციების ანგარიშზე ასახვა ხორციელდება იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც განხორციელდა ოპერაცია, მიუხედავად იმისა, თუ რა ვალუტაში აქვს მომხმარებელს არჩეული პრიორიტეტი. თუ მომხმარებელს არ აქვს საბარათე ოპერაციის ვალუტის თანხა შესაბამის საბარათე ანგარიშზე და ამ ოპერაციის ანგარიშსწორება განხორციელდა საგადახდო სისტემების (VISA/MasterCard) მიერ, მაშინ ოპერაციის ასახვა ანგარიშზე მოხდება საგადახდო სისტემების ანგარიშსწორების ვალუტაში.

 

ინფორმაცია ვალუტის გაცვლითი კურსების წყაროების შესახებ:

 

საბარათე ანგარიშებს შორის კონვერტაციის სქემის რამდენიმე მაგალითი იხილეთ ჩამოთვლილთაგან:

საბარათე ანგარიშებს შორის კონვერტაციის სქემა - მაგალთი #1

საგადახდო ბარათის მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციის თანხა ჩამოიჭრება იმ ვალუტის ანგარიშიდან, რომელშიც მოხდა თანხის გახარჯვა. თუ კლიენტს აქვს საბარათე  ანგარიში გახსნილი ტრანზაქციის ვალუტაში, თანხა ჩამოიჭრება ტრანზაქციის თანხის შესაბამისი ვალუტის ანგარიშიდან, ხოლო იმ ნაწილის დაფარვა, რომელიც არ ყოფნის ტრანზაქციას, მოხდება პრიორიტეტული ვალუტის ანგარიშიდან.

აშშ დოლარის ანგარიშიდან ჩამოიჭრება სრული თანხა 50 აშშ დოლარი, ხოლო 10 აშშ დოლარის უარყოფითი ნაშთის  გადაფარვა განხორციელდება ლარის ანგარიშიდან კონვერტაციის გზით უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელების მომენტისთვის ბანკში დადგენილი კომერციული კურსის შესაბამისად.**

ლარი (პრიორიტეტი) აშშ დოლარი ევრო
ნაშთები ანგარიშებზე 300 40 400
მოთხოვნილი თანხა - 50 -
ჩამოჭრილი თანხა - 50 -
ნაშთები ანგარიშებზე ჩამოჭრის შემდეგ 300 -10 400
ნაშთები ანგარიშებზე კონვერტაციის შემდეგ 267* 0 400

*მაგალითში მოცემული კურსი: 1 USD=3.30 GEL

**გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია ტრანზაქციის განხორციელებისა და ტრანზაქციის ანგარიშზე ასახვის დღე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან; ასევე შესაძლებელია ტრანზაქციის ანგარიშზე ასახვის და კონვერტაციის დღე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

საბარათე ანგარიშებს შორის კონვერტაციის სქემა - მაგალთი #2

თუ მოთხოვნილი თანხა აღემატება მოთხოვნილი თანხის შესაბამისი ვალუტის ანგარიშზე არსებულ ნაშთს და პრიორიტეტული ვალუტის ანგარიშზეც არ არის ხელმისაწვდომი ნაშთი, ტრანზაქციის თანხის ჩამოჭრა მოხდება რიგით მომდევნო ვალუტის ანგარიშიდან. ასეთი ტრანზაქციის დამუშავებისას, მიუხედავად იმისა არის თუ არა ტრანზაქციის შესაბამისი ვალუტის ანგარიშზე ნაშთი, თანხა ჩამოიჭრება ტრანზაქციის ვალუტის შესაბამისი ანგარიშიდან. ხოლო შემდეგ კონვერტაციის გზით ხდება ნაშთების გასწორება რიგით მომდევნო პრიორიტეტული ვალუტის ანგარიშიდან.

ლარი აშშ დოლარი (პრიორიტეტი) ევრო
ნაშთები ანგარიშებზე 50 0 100
მოთხოვნილი თანხა 150 - -
ჩამოჭრილი თანხა 150 - -
ნაშთები ანგარიშებზე ჩამოჭრის შემდეგ -100 0 100
ნაშთები ანგარიშებზე კონვერტაციის შემდეგ 0 0 75*

*მაგალითში მოცემული კურსი: 1 EUR=4 GEL

საბარათე ანგარიშებს შორის კონვერტაციის სქემა - მაგალთი #3

თუ ტრანზაქციის თანხის ვალუტა განსხვავდება საბარათე ანგარიშზე მიბმული ვალუტებისგან და საბარათე ანგარიში არის სამ ვალუტაში - კონვერტაციის კურსი განისაზღვრება VISA/MC-ს მიერ. ტრანზაქციის თანხის ჩამოჭრის ასახვა ხდება საგადამხდელო სისტემის მიერ ტრანზაქციის დამუშავების დღეს არსებული VISA/MC-ს კურსით.

შენიშვნა: გამომდინარე იქიდან, რომ თანხის ჩამოჭრა შესაძლებელია მოხდეს კლიენტის მიერ ტრანზაქციის გატარებიდან რამოდენიმე დღის შემდგომ გასათვალისწინებელია, რომ დაბლოკვის დროს არსებული ვიზა მასტერქარდის კურსი და საგადამხდელო სისტემის მიერ ტრანზაქციის დამუშავების დღეს არსებული კურსი შესაძლებელია იყოს განსხვავებული.

მოთხოვნილი თანხაა 2000 ჩეხური კრონა. მაგ: 2000 CZK=100 USD

ლარი (პრიორიტეტი) აშშ დოლარი ევრო
ნაშთები ანგარიშებზე 350 0 700
მოთხოვნილი თანხა - - -
ჩამოჭრილი თანხა - 100* -
ნაშთები ანგარიშებზე ჩამოჭრის შემდეგ 350 -100 700
ნაშთები ანგარიშებზე კონვერტაციის შემდეგ 20** 0 700

*მაგალითში მოცემული კურსი: 1 CZK=0.05 USD

**მაგალითში მოცემული კურსი: 1 USD=3.30 GEL

იმის გამო, რომ თანხის გამოყენება მოხდა საბარათე სისტემით გათვალისწინებული ვალუტისგან (ლარი, აშშ დოლარი, ევრო) განსხვავებულ ვალუტაში, თანხის ჩამოჭრა აშშ დოლარის ანგარიშიდან ხდება საგადამხდელო სისტემაში ოპერაციის შესრულების დღეს VISA/MC-ს მიერ დაფიქსირებული გაცვლითი კურსის შესაბამისად; აღნიშნული კურსი ზოგ შემთხვევებში მოიცავს ბანკის საკომისიოსის, რომელიც განისაზღვერება შემდეგნაირად: ვიზა საკრედიტო და ციფრული ბარათის შემთხვევაში შეადგენს 3.5%,  მასტერქარდ ბარათის შემთხვევაში 3%, ვიზა პლატინის და ბიზნეს ბარათის შემთხვევაში 2.5%.

ანგარიშებს შორის ვალუტის კონვერტაცია ყოველთვის კონკრეტული თარიღისთვის მოქმედი კომერციული კურსის შესაბამისად ხორციელდება.