კრედო კონსული
კრედო ბანკმა, საქართველოს რეგიონებში საბანკო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შექმნა სპეციალური მომსახურება - „კრედო კონსული“, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სერვისცენტრებში ვიზიტის გარეშე შეიტანონ ან გაიტანონ თანხა მიმდინარე ანგარიშიდან.
კრედო კონსულის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია კონკრეტულ ლოკაციებზე, პარტნიორ საბანკო კონსულებთან, რომლებიც დაეხმარებიან მომხმარებლებს, ინტენერტ და მობაილ ბანკის Mycredo-ს საშუალებით საკუთარ ანგარიშზე არსებული თანხის სურვილისამებრ განკარგვაში.
კონსულის დახმარებით, შესაძლებელია შემდეგი ტრანზაქციების განხორცილება :
- თანხის ანაგრიშზე შეტანა
- მობილურის ბალანსის შევსება
- კომუნალურების გადახდა
- განვადების ან სესხის თანხის შეტანა
- ფულადი გზავნილის განაღდება
- ნაშთის შემოწმება მიმდინარე ანგარიშზე
- და სხვა.
ანგარიშზე თანხის შეტანის ნებისმიერი ტრანზაქცია არის უფასო (ყველანაირი საკომისიოს გარეშე);
საკუთარი ანგარიშიდან თანხის გატანა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე.