- ანაბრის ვალუტა: ლარი, დოლარი, ევრო
- მინიმალური შენატანი: 100 ერთეული (ანაბრის ვალუტაში)
- ანაბრის ვადა: 3 – 24 თვე
- სარგებლის გატანა: ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს
- ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაშიც კი ლარში გახსნილ ანაბარს ერიცხება სარგებელი: შესრულებული თვეების შესაბამის განაკვეთს გამოკლებული 1%
- გახსნა შესაძლებელია: სერვისცენტრში და დისტანციურად
- ხელშეკრულების პირობები იხილე აქ
* 23.08.2023 წლიდან ცვლილება შევიდა ლარის ანაბრების საპროცენტო განაკვეთებში. შეგახსენებთ, რომ ავტომატური განახლების შემთხვევაში, ანაბარზე გავრცელდება განახლების დღისთვის ბანკში მოქმედი საპროცენტო განაკვეთები და პირობები.
*დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2024 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 30 000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში და მიკრობანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: www.diagency.ge