თუ გსურთ დანაზოგის ეფექტურად ინვესტირება მაღალი სარგებლის მისაღებად, სადეპოზიტო სერტიფიკატი ამის საუკეთესო საშუალებაა, იგი ფასიანი ქაღალდის ტიპის პროდუქტია და წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას, სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებულ დღეს, მის მფლობელს გადაუხადოს ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული თანხა.
სხვა ტიპის ანაბრისგან განსხვავებით, სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს გაასხვისოს იგი ვადის ამოწურვამდე, ნებისმიერ დროს.
კრედო ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში, თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა ჩაერთოთ მწვანე ინიციატივაში. მწვანე სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენით გახდეთ ბუნების მეგობარი და მიიღოთ ორმხრივი სარგებელი. პროექტის დეტალების გასაცნობად ეწვიეთ - ბმულს.
31 იანვრამდე, გახსენით სადეპოზიტო სერტიფიკატი კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში ან მობაილ ბანკიდან Mycredo და მიიღეთ მეტი საპროცენტო სარგებელი. სააქციო პირობების, ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.