თუ გსურს დანაზოგის ეფექტურად ინვესტირება მაღალი სარგებლის მისაღებად, სადეპოზიტო სერტიფიკატი ამის საუკეთესო საშუალებაა, იგი ფასიანი ქაღალდის ტიპის პროდუქტია და წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას, სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებულ დღეს, მის მფლობელს გადაუხადოს ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული თანხა.
სხვა ტიპის ანაბრისგან განსხვავებით, სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს გაასხვისოს იგი ვადის ამოწურვამდე, ნებისმიერ დროს.
კრედო ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში, ასევე გაქვს შესაძლებლობა ჩაერთო მწვანე ინიციატივაში. მწვანე სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენით გახდე ბუნების მეგობარი და მიიღო ორმხრივი სარგებელი. პროექტის დეტალების გასაცნობად ეწვიე - ბმულს.