ციფრული ბარათი
ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალებზე და ელექტრონულ კომერციაში. ამასთან, ბარათის საშუალებით შესაძლებელია მიმდინარე ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა.
ასევე დამატებით შესაძლებელია ბარათის უფასოდ შეკვეთა ინტერნეტ ბანკ და მობაილ ბანკიდან Mycredo.
დაამატეთ კრედო ბანკის ნებისმიერი ბარათი Google/Apple Pay-ის ელექტრონულ საფულეში და გადაიხადეთ უფრო მარტივად სასურველ ობიექტებსა თუ ინტერნეტში. იმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით 1 ლარად.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კრედო ბანკში დაინერგა უსაფრთხოების ახალი მექანიზმი - რისკების მონიტორინგის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კრედო ბანკის ბარათებსა და პოს-ტერმინალებთან დაკავშირებული საეჭვო ოპერაციების მონიტორინგს. პროგრამა მიმართულია გამოავლინოს ისეთი ოპერაციები, რომელიც შესაძლოა განხორციელდა არა ბარათის მფლობელის, არამედ სხვა პირის მიერ. შესაბამისად, თუ ბარათით სარგებლობისას, ოპერაცია ვერ დასრულდება წარმატებით, გთხოვთ, შეზღუდვის მოსახსნელად მიმართოთ კრედო ბანკის საინფორმაციო ცენტრს *4242 ან უახლოეს სერვისცენტრს