კრედო ბანკმა მომხმარებლებისთვის დისტანციური სერვისების მარტივად, ონლაინ მისაღებად სერვისცენტრის სივრცეში ციფრული კუთხე დაამატა.

სასურველი ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მასალებისა და აღჭურვილობის ონლაინ განვადებით შეძენა სერვისცენტის სპეციალურად აღჭურვილ სივრცეში, ციფრული განვადების ოფიცერის დახმარებით კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.

 

ბანკის წარმომადგენელი ადგილზევე განგიმარტავთ თითოეულ ნაბიჯს, გაგიწევთ რეკომენდაციას, შეგარჩევინებთ სასურველ პროდუქციას და შეგავსებინებთ განვადების მოთხოვნას.

 

მოთხოვნის პასუხს ადგილზე, 15-30 წუთში მიიღებთ, აღნიშნული დრო კი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა საბანკო დისტანციურ სერვისებზე კონსულტაციის მისაღებად, ასევე ისარგებლოთ უფასო ინტერნეტით.

კრედო ბანკის ციფრული კუთხე ამჟამად წარმოდგენილია - ლაგოდეხის, წნორისა და ახალქალაქის სერვისცენტრებში.