მიიღეთ საქართველოში ვიზიტის დროს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების სწრაფი და მოქნილი დაფინანსება.
დაზღვევით სარგებლობა შეუძლია საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტორის სადაზღვევო პოლისის ვადა 3 და 6 თვიანია, შესაბამისად აღნიშნული პირობა მორგებულია მათზე, ვისაც სურს შეიძინოს მოკლევადიანი დაზღვევა.
ვიზიტორის დაზღვევა სრულად ფარავს გადაუდებელ ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებს:
- 24 საათიანი სატელეფონო მომსახურება - ულიმიტო
- სასწრაფო გადაუდებელი დახმარება - ულიმიტო
- გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება - 10 000 ლარი
- ავადობით გამოწვეული გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება - 6 500 ლარი
- უბედური შემთხვევით გამოწვეული გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება - 6 500 ლარი
- გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება - 10 000 ლარი
- რეპატრიაცია - 3 500 ლარი
- უბედური შემთხვევის დაზღვევა (გარდაცვალება) - 1 000 ლარი
- აგრეგირებული სადაზღვევო ლიმიტი - 30 000 ლარი
ამასთან, დაზღვეულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ 50%-იანი ფასდაკლებით შერჩეულ სამედიცინო თუ სტომატოლოგიურ მომსახურებებზე, ასევე 40%-იანი ფასდაკლებით მედიკამენტებსა და პირადი მოვლის საშუალებებზე.
პროვაიდერი კლინიკები ხელმისაწვდომია თბილისსა და რეგიონებში.
პაკეტის შეძენა შესაძლებელია კრედო ბანკის ექსპატ სერვისცენტრებში.