ჯანმრთელობის დაზღვევა - საერთო
მიიღეთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობის სწრაფი დაფინანსება სადაზღვევო კომპანია „იმედი ლ“-ისგან, კრედო ბანკის განვადების შეღავათიანი პირობებით.
ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც ამბულატორიული მომსახურების (ვიზიტები სპეციალისტებთან, გამოკვლევები, ანალიზები, და სხვა), ასევე მედიკამენტების შეძენის, სტომატოლოგიური, ესთეტიური სერვისების ხარჯების დასაფარად.
პირობები
- მოქმედების ვადა - 1 წელი
- დაფინანსება/თანაგადახდა - 40-დან 100%-მდე
- დაზღვეულის ასაკი - 0-დან 60 წლამდე
პირადი ექიმის მომსახურება | 100% | ულიმიტო |
სასწრაფო სამედიცინო დახმარება | 100% | ულიმიტო |
ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები | 100% | წელიწადში ერთხელ |
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება | 100% | ულიმიტო |
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება | 100% | 500 ლარი |
გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება პროვაიდერ კლინიკებში** | 50% | ულიმიტო |
- ხელშეკრულების პირობები
- პარტნიორი პროვაიდერები
- უბედური შემთხვევის დაზღვევა
- თანხობა - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ
- კონსტატაციის აქტი - 14.06.2021 (ნაწილი 1)
- კონსტატაციის აქტი - 14.06.2021 (ნაწილი 2)
ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, იხსნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.
მნიშვნელოვანია, რომ თუ დაზღვეული სამედიცინო მომსახურებას მიიღებს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არ მოქმედებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა, დაზღვეულს სამედიცინო მომსახურების ღირებულება აუნაზღაურდება ხელშეკრულების პირობების მიხედვით.
უპირატესობები
- მაღალკვალიფიციური სპეციალისტების და პირადი ექიმის მომსახურება
- სასწრაფო დახმარებით უზრუნველყოფა
- სტომატოლოგიური მომსახურებების დაფინანსება პროვაიდერ კლინიკებში
- მედიკამენტების დაფინანსება
- სპეციალური ფასდაკლებები - ველნეს სამკურნალო და ესთეტიკურ პროცედურებზე
- უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების ანაზღაურება
- ანაზღაურების სწრაფი და მარტივი პროცედურა. დაზღვევით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ