ჩატი

Mycredo Terminal

ბიზნესის წარმატება დღეს სერვისების ხელმისაწვდომობაზე გადის.

კრედო ბანკი კი VISA -ს მხარდაჭერით ინოვაციურ პროდუქტს - Mycredo Terminal-ს გთავაზობთ, რომლის გამოყენებითაც შესაძლებლობა გეძლევათ კიდევ უფრო გაზარდოთ თქვენი შემოსავლები!

Mycredo (soft POS) terminal-ის აპლიკაცია შეგიძლიათ მომენტალურად გადმოწეროთ Android Store-დან და თავიდან აირიდოთ ტრადიციულ POS ტერმინალთან დაკავშირებული პროცედურები თუ შეძენა-შენახვისა და აქტივაციის ხარჯები.

მისი საშუალებით ანგარიშსწორების მიღებას შეძლებთ, როგორც ქართული ასევე უცხოური ბანკების მიერ გაცემული, ნებისმიერი ტიპის პლასტიკური ბარათიდან - Visa/ Mastercard. აპლიკაცია სამართავად უმარტივესია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ხოლო გამოყენებისას არ დაგეხარჯებათ ინტერნეტ მეგაბაიტები.

გვეწვიე სასურველ სერვისცენტრში,
მოითხოვე Mycredo Terminal-ის გააქტიურება და დაიწყე მისი გამოყენება განაცხადის დაფიქსირებიდან რამოდენიმე წუთში.

გახადე ბიზნესი უფრო შემოსავლიანი, ჩვენთან ერთად!

 

გაზარდე საბარათე გადახდები კრედო ბანკის ტერმინალებზე და მიიღე ბიზნეს სესხი საშეღავათო ტარიფებით!

 

გაატერმინალე შენი ანდროიდ ტელეფონი 1 ივნისამდე და მიიღე 0% საკომისიო ყველა სახის ტრანზაქციაზე, ნებისმიერ დროს, მობილური ინტერნეტის გარეშეც!

 

ტერმინალის გამოყენების ინსტრუქცია
პირობები

ტრანზაქციის საკომისიო

  • 0% - კრედო ბანკის Visa/Mastercard ბარათებზე
  • 1.5% - ყველა სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბარათზე
უპირატესობა
  • აპლიკაციის მარტივი ინსტალაცია, კრედო ბანკის ოფიციალური ვებ გვერდიდან ან Google Play Store-დან.
  • უფასო ინსტალაცია
  • უფასო ინსტურქტაჟი
  • ტექნიკური მომსახურება საფასურის გადასახადის გარეშე
  • ტერმინალის გამოყენება დამატებითი მოწყობილობის გარეშე
  • მინიმალური ყოველთვიური ბრუნვის მოთხოვნის გარეშე
  • ნებისმიერი Visa/Mastercard ბარათის მიმღებლობა
  • მარტივი გადახდის ფორმა - ბარათის ტელეფონზე შეხებით
  • გადახდის დამადასტურებელი ოპერაციის ელექტრონულად გაზიარების შესაძლებლობა: SMS/E-mail/QR code/Screen Shoot.
  • თანხის მარტივი, მომენტალური დაბრუნების ფუნქცია

აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია ინტერნეტ მეგაბაიტების გარეშე (არ იხარჯება მიმდინარე ბალანსი, გამოყენებადია ინტერნეტ მეგაბაიტების არქონისას)

 

აპლიკაციის გადმოწერა

ოპერაციული სისტემა მუშაობს Android-ზე მინიმუმ 8.1 ვერსია,
ტელეფონი უნდა იყოს აღჭურვილი NFC ტექნოლოგიით.
მნიშვნელოვანია, რომ MyCredo Terminali -ის გამოსაყენებლად, დაყენდეს ორივე აპლიკაცია:

  1. MyCredo Terminali
  2. MyCredo Terminali Pin App

თუ მომხმარებელმა მხოლოდ მეორე აპლიკაცია დააყენა, მერჩანტს არ გამოუჩნდება ის ტელეფონში. აღნიშნული აპილიკაცია მუშაობს Backgroud-ში და პასუხისმგებელია პინის მოთხოვნაზე 100 ლარი და ზემოთ.