ჩატი

შეღავათიანი აგროკრედიტი

შექმენით ახალი შესაძლებლობები თქვენი აგრო ბიზნესისთვის კრედო ბანკთან ერთად!

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის - „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გეძლევათ შესაძლებლობას ისარგებლოთ იაფი აგროკრედიტით სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის ძირითადი და საბრუნავი საშუალებების საჭიროების დასაფინანსებლად.

თუ თქვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებისთვის თანხა გჭირდებათ, ჩვენ დაგეხმარებით ყველა იდეისა და წამოწყების განხორციელებაში.

პროექტის მიზანია, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინისა და სხვა), ასევე იმპლემენტების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანისა და სხვა) შეძენა/ რემონტი
  • მეფრინველეობის ფერმა
  • სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები/სამაცივრე მეურნეობა
  • მრავალწლოვანი კულტურები

დეტალები იხილეთ - ბმულზე 

პირობები

წლიური საპროცენტო განაკვეთო:  14.5%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 15.56%-დან
სესხის თანხა: 7000 - 600 000 ლარამდე
ვადა: 120 თვემდე
სესხის გაცემის საკომისიო: 0.2% -დან
სესხის მონიტორინგის საკომისიო: 0.5 ლარიდან
მიმდინარე ანგარიშის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო: 1 ლარი

დეტალური პირობები იხილე აქ

უპირატესობები
  • უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი
  • შემოსავლების სეზონურობაზე მორგებული გადახდის გრაფიკი
  • სესხის აღების სწრაფი და მარტივი პროცედურა
  • სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა