ჩატი
ინტერნეტბანკი

ტურისტული სტარტ-აპ ბიზნეს სესხი

სესხი განკუთვნილია პირებისთვის, რომლებსაც გამოცდილება აქვთ ტურისტულ ბიზნესში, ან გააჩნიათ აქტივები (სახლი, ბინა, მიწა ან სხვა) ტურისტულ ადგილებში და სურთ წამოიწყონ და განავითარონ საკუთარი ტურისტული ბიზნესი.

სესხის მიზნობრიობა
  • განთავსების ობიექტის რემონტი
  • სასტუმროს, ოჯახური სასტუმროს, კაფე-ბარის ან რესტორნის მოწყობა
  • განთავსების ობიექტისთვის ავეჯისა და ტექნიკის შეძენა
  • სუვენირების სახელოსნოს ან ჯიხურის მოწყობა
  • სეზონურად აქტუალური გასართობი საშუალებების შეძენა
  • ტურისტული საქმიანობისთვის განკუთვნილი ტრანსპორტის შეძენა

სესხის დაფარვა სეზონურად, მსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გრაფიკით.

უპირატესობა
  • მომხმარებლის შემოსავლებზე მორგებული სეზონური გადახდის მოქნილი გრაფიკი
  • სესხის გაცემისას საშეღავათო პერიოდი, როგორც ძირ თანხაზე ასევე ძირ თანხასა და საპროცენტო განაკვეთზე პირველი 23 თვე; ხოლო, ყოველ მომდევნო წელს, წელიწადში 11 თვე
პირობები
  • სესხის ვალუტა - ლარი, დოლარი, ევრო
  • სესხის ვადა - 120 თვემდე
  • სესხის გაცემისას საშეღავათო პერიოდი, როგორც ძირ თანხაზე ასევე ძირ თანხასა და საპროცენტო განაკვეთზე პირველი 23 თვე; ხოლო, ყოველ მომდევნო წელს, წელიწადში 11 თვე
  • საპროცენტო განაკვეთი 10.5% -დან (ეფექტური 14.3%-დან)
  • დაფარვის სიხშირე - სეზონური გადახდის გრაფიკი
დამატებითი სარგებელი

კონსულტაცია და ტრენინგი თემებზე:

  • როგორ დაიწყო და განავითარო ტურისტული ბიზნესი
  • რა სახის ტურისტული ბიზნესი იქნება მეტად მომგებიანი
  • როგორ მოიზიდო მომხმარებელთა მაქსიმალური რაოდენობა
  • როგორ შეიძინო პარტნიორები, რათა ტურისტებს ერთად შესთავაზოთ კომპლექსური სერვისები
  • როგორ ეკონტაქტო მომხმარებლებს ინტერნეტ არხების საშუალებით