VISA პლატინუმ ბარათი
Visa პლატინუმ ბარათი მაღალი რანგის სადებეტო პლასტიკური ბარათია, რომლის საშუალებით მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ პრემიუმ კლასის სერვისებით და ინდივიდუალური საკრედიტო ლიმიტებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ბარათი მოიცავს პრივილეგირებულ მომსახურებას და სპეციალურ ტარიფებს საბანკო პროდუქტებზე:
- თანხის განაღდებისა და ხარჯვის მაღალი ლიმიტი
- ექსკლუზიური შეთავაზებები და ქეშბექ აქციები
- Lounge Key - მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა აეროპორტში არსებულ ლაუნჯებში სარგებლობა და წლის მანძილზე 3 უფასო ვიზიტი
- კონსიერჟ სერვისი - კომფორტული მომსახურება მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების, მოგზაურობის დაგეგმვის, მეგობრისთვის საზღვარგარეთ საჩუქრის გაგზავნისა და სხვა მიზნების განსახორციელებლად
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე კონსიერჟ სერვისი | Visa
Visa პლატინუმ ბარათი შექმნილია კრედო რჩეული მომხმარებლებისთვის და მისი შეკვეთა შესაძლებელია პირად ბანკირთან.
შეგახსენებთ, საბარათე ტრანზაქციების განხორციელება კრედო ბანკის Visa პლატინუმ ბარათით, კიდევ უფრო მარტივად არის შესაძლებელი Apple Pay და Google pay-ს საშუალებით.
გახდით კრედო ბანკის რჩეული მომხმარებელი და მიიღეთ ახალი სტატუსი განსაკუთრებული შესაძლებლობებით.
გაიაქტიურეთ ბარათის დაზღვევის სერვისი მომენტალურად და დაიცავით თავი არალეგალური ტრანზაქციებით გამოწვეული ზარალისგან!