საიტი მუშაობს ბეტა რეჟიმში.

ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
საიტი მუშაობს ბეტა რეჟიმში.
კრედო ბანკი

Keepz-ის QR ტერმინალი - გადახდის თანამედროვე მეთოდი

ისარგებლეთ კრედო ბანკის ახალი სერვისით - Keepz-ის QR ტერმინალით და შეიქმენით კიდევ უფრო მეტი კომფორტი, გადახდის პროცესში!

Keepz QR ტერმინალი

ტრადიციული ტერმინალის ალტერნატივა Keepz ინოვაციური და უფასო QR ტერმინალია, რომელსაც თქვენი საქმიანობისთვის გამოსაყენებლად, კრედო ბანკში მიიღებთ.


გაქვთ მაღაზია, სალონი, ხართ გარე-მოვაჭრე, დაკავებული ხართ პროდუქტისა თუ მომსახურების რეალიზაციით? დაუკავშირეთ Keepz ტერმინალს კრედო ბანკის ანგარიში და მიიღეთ უკონტაქტო გადახდები უფასოდ, სწრაფად და მარტივად.


Keepz QR ტერმინალის გამოყენება შესაძლებელია როგორც ინდ.მეწარმეებისა და შპს-ებისთვის, ისე გადახდის პროცესის გამარტივების მიზნით, ნებისმიერი მსურველისთვის.


ტრადიციული ტერმინალისგან განსხვავებით: 

  • თავიდან აირიდებთ საკომისიო ხარჯებს 
  • არ დაგჭირდებათ ქვითრის შეძენა და მისი ცვლა 
  • შეძლებთ გადახდების მიღებას ნებისმიერი მეთოდით: Apple pay, Google pay, Crypto, Mobile Bank 
  • არ დაგჭირდებათ მობილური ინტერნეტ მეგაბაიტები 
  • შეძლებთ მის წაღებას ყველგან, სადაც დაგჭირდებათ
  • გადახდილი თანხა მომენტალურად აისახება თქვენს ანგარიშზე კრედო ბანკში 


Keepz QR-ით გადახდას შეძლებთ:

  • დამატებითი აპლიკაციების გარეშე - ტელეფონის კამერის საშუალებით მხოლოდ QR კოდის დასკანერებით
  • თქვენთვის სასურველი მეთოდით: Apple pay, Google pay, Crypto ვალუტით თუ მობაილ ბანკით 
  • ნაღდი ფულის, უხერხული მომენტების და პირადობის ნომრის კარნახის გარეშე
  • მარტივად და კომფორტულად


გაიმარტივეთ ტრანზაქციები, ჩვენთან ერთად!

Keepz QR ტერმინალის დასარეგისტრირებლად ეწვიეთ კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და მიიღეთ კომფორტული, მარტივი და თანამედროვე მეთოდით გადახდები!


გადმოწერა - Android

გადმოწერა - IOS

კონტაქტი

აირჩიე სასურველი საშუალება