ფუნქციონალი გაძლევს შესაძლებლობას, შექმნა საკუთარი ინიციატივა - პირადი, სოციალური ან საქველმოქმედო დანიშნულებით და ერთობლივად შეაგროვო თანხა ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა:
- საერთო შეკრების ხარჯები
- საერთო საჩუქრის თანხა
- დაბადების დღის, ქორწილის, მოგზაურობის ან სხვა ერთობლივი აქტივობების ბიუჯეტი
- ერთობლივი დახმარების ან საქველმოქმედო აქტივობის თანხები და ა.შ.
თითო ინიციატივისთვის გენერირდება უნიკალური ბმული, რომელიც შეგიძლია გააზიარო იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც აგროვებ თანხას. ბმულზე გადასვლის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩარიცხოს თანხა ორგანიზატორის ანგარიშზე, უმარტივესი პროცესით - ისე როგორც ბარათით ონლაინ გადახდისას.
ბმულის შესაქმნელად საჭიროა იყო კრედო ბანკის მომხმარებელი და გქონდეს Mycredo მობაილ ბანკი.
ჩარიცხვისთვის კი საკმარისია ბმულზე გადასვლა - გადამხდელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ბანკის მომხმარებელი. გადახდა ხდება მარტივად, Mycredo-ს მობაილ ბანკით ან ქართული საბანკო ბარათებით Google Pay-ის, Apple Pay-ის გამოყენებით - სრულიად საკომისიოს გარეშე.