Internet Banking
Video Banking
Company Logo

24 Jun, 2026

5 რამ რაც უნდა გააკეთო პირველი იპოთეკის აღებამდე

კრედო ბანკი

ამ ბლოგში 5 მარტივ ნაბიჯად ჩავშლით იპოთეკის აღების პროცესს, რათა მაქსიმალურად მოხერხებულად და სწრაფად შეძლო შენი ახალი ბინის ყიდვა.

იპოთეკური სესხის აღება

საკუთარი საცხოვრებლის შეძენა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. თუმცა პირველი ბინის ყიდვას ბევრი მოუმზადებელი ხვდება. პროცესს ხშირად თან ახლავს სპეციფიკური ბიუროკრატიული პროცედურები, შესაბამისად, იმისთვის რომ ყველაფერმა სწრაფად და მარტივად ჩაიაროს მნიშვნელოვანია ყველა ეტაპზე ინფორმაციის წინასწარ მოძიება.


სანამ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგმ, მიზანშეწონილია ბაზარზე არსებული პროდუქტების შესწავლა - როგორც სამშენებლო პროექტების, ისე საბანკო მომსახურების კუთხით.


დღეს უძრავი ქონების შესაძენად ყველაზე პრაქტიკული ინსტრუმენტი მაინც იპოთეკაა. იპოთეკამ, უამრავ ადამიანს მისცა შესაძლებლობა სხვისთვის ქირის გადახდის ნაცვლად, თანხა პირდაპირ საკუთარ კაპიტალში დაებანდებინა. თუ საერთო თანხასა და ყოველთვიურ შენატანს გონივრულად მიუდგები, სრულიად შესაძლებელია ცხოვრების ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია განახორციელო კრედო ბანკთან ერთად.


ამ ბლოგში 5 მარტივ ნაბიჯად ჩავშლით იპოთეკის აღების პროცესს, რათა მაქსიმალურად მოხერხებულად და სწრაფად შეძლო შენი ახალი ბინის ყიდვა.


ნაბიჯი 1: შენი არსებული ფინანსური მდგომარეობის შეფასება და ბიუჯეტის შესაბამისად დაგეგმვა


სანამ ბინას აარჩევ, ჯერ აუცილებლად რეალურად შეაფასე შენი ბიუჯეტი - დაახლოებით რა თვიური ვალდებულების აღება შეგიძლია? ფინანსური ექსპერტების რეკომენდაციით, ყოველთვიური სასესხო გადასახადი შემოსავლის 40 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. მაგალითად, თუ მსესხებლის ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი 3000 ლარია, თვიური შენატანი 1200 ლარის ფარგლებში შენარჩუნებაა მიზანშეწონილი.


ბინის ძირითადი ღირებულების გარდა, თანმდევი ხარჯების გათვალისწინებაც აუცილებელია. სულ მცირე უნდა გაითვალისწინო ქონების შეფასების საფასური, ნოტარიუსის მომსახურება და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი. ხოლო იმის მიხედვით რა ტიპის ბინას ყიდულობ - შავი თუ მწვანე კარკასი, ახალი აშენებული თუ ძველი ფონდი - დაგჭირდება შესაბამისი თანხის რეზერვი პირველადი რემონტისთვისაც.


დღეს ბევრს სჯერა, რომ იპოთეკის მიღებას მხოლოდ სტანდარტული, ბანკში დარიცხული ხელფასით შეძლებს. ზოგ ფინანსურ ინსტიტუტში ასეცაა, მაგრამ კრედო ბანკი ითვალისწინებს ნებისმიერი ტიპის შემოსავალს. ხელფასის გარდა სრულიად მისაღებია ბიზნესიდან თუ აგრო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ფულადი გზავნილები უცხოეთიდან ან ხელზე მიღებული ანაზღაურება.


ნაბიჯი 2: სესხის ვალუტის არჩევა - იპოთეკური სესხი ლარში თუ დოლარში?


სესხის ვალუტის არჩევისას ადრე მარტივი წესი მოქმედებდა - რა ვალუტაშიც ფიქსირდება შემოსავალი, დაფინანსების მიღებაც იმავე ვალუტაშია რეკომენდებული. თუმცა დღეს ფინანსების მართვისას დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებაცაა საჭირო.


უმეტესობა ჩვენგანისთვის ვალუტის არჩევა თავსატეხი არაა - შემოსავალი დიდწილად ეროვნულ ვალუტაში გვაქვს, ამიტომ იპოთეკური სესხი ლარში უფრო დაცული და სტაბილური არჩევანია. ასეთ დროს ყოველთვიური შენატანი ფიქსირებული რჩება და სავალუტო კურსის მერყეობა მასზე გავლენას ვერ ახდენს.


მეორეს მხრივ, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელს შემოსავალი ვალუტაში აქვს ან უცხოეთიდან მიღებული გზავნილებით აფინანსებს იპოთეკას - იმას გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინება უწევს. 2026 წლისთვის მოქმედი ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით მომხმარებლის რისკებისგან დასაცავად, 750 000 ლარამდე იპოთეკის გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. კრედო ბანკის იპოთეკური სესხი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის - თუ მომხმარებელი ფრილანსერია და საერთაშორისო პლატფორმიდან იღებს ანაზღაურებას, მას შეიძლება დოლარში სესხის აღება უფრო აწყობდეს, მაგრამ თუ, ბინა, ვთქვათ, 300 000 ლარი ღირს - ბანკს უბრალოდ უფლება არ აქვს სესხი დოლარში გასცეს.


ნაბიჯი 3: იპოთეკური სესხის დათვლისას გაანალიზე დარიცხული პროცენტი


იპოთეკური სესხის აღებისას არ დაგავიწყდეს ეფექტური პროცენტის შეფასებაც. ნომინალური განაკვეთი აჩვენებს მხოლოდ სესხის წლიურ პროცენტს. მაგალითად, ნომინალური პროცენტი შეიძლება იყოს 10%, თუმცა ეფექტურმა განაკვეთმა 11.5% შეადგინოს. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს გაცემის საკომისიოსა და დაზღვევის ხარჯებს. რეალურ სურათს სწორედ ეფექტური განაკვეთი აჩვენებს.


კრედო ბანკში საწყისი პირობები სრულად გამჭვირვალეა. დეტალები კი ყოველთვის შეგიძლია დეტალურად განიხილო ბინოთეკის მენეჯერთან, რომელიც ბინის ყიდვის პროცესში გეხმარება. ამასთან, ჭკვიანური იქნება, შეძენამდე გააანალიზო ქონების დაზღვევის მოთხოვნები და შესაბამისი პაკეტი შეარჩიო. დაზღვევა დაგიცავს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, თუმცა პაკეტის შინაარსი სასურველია ბინის ან პროექტის შერჩევის შემდეგ განსაზღვრო. 


ნაბიჯი 4: გაერკვიე არსებულ სახელმწიფო პროგრამებში


სანამ პირდაპირ ბანკში მიხვალ და იპოთეკის გაფორმებას დაიწყებ, მიზანშეწონილია ინფორმაციის მოძიება მოქმედ სახელმწიფო პროგრამებზე. 


სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამა "სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" ფარგლებში, გარკვეული მოწყვლადი ჯგუფების - მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლების, ქვრივების - იპოთეკურ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას ახდენს.


პროგრამა მაქსიმუმ 5 წელი (60 თვე) ვრცელდება. გასათვალისწინებელია, რომ სესხის ლიმიტი 200,000 ლარია. ყველა შემთხვევაში, სუბსიდია ყოველთვიურ ტვირთს საგრძნობლად ამსუბუქებს, ამიტომ ყურადღებით გაეცანი დეტალებს - შესაძლოა სწორედ ერთ-ერთი ხარ მათ შორის, ვისაც სახელმწიფო დახმარება ეკუთვნის და ბინის შეძენაც უფრო მომგებიანი პირობებით შეგიძლია.


კრედო ბანკი ამ პროგრამაში აქტიურად მონაწილეობს. თუ დეტალებში გარკვევა გიჭირს, შეგიძლია სთხოვო ბინოთეკის მენეჯერს უკეთ დაგაკვალიანოს.


ნაბიჯი 5: სანდო პროფესიონალური მხარდაჭერა: შეიძინე ბინა უფრო მარტივად კრედო ბანკის ბინოთეკით


ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯის დამოუკიდებლად გავლა დიდ დროს მოითხოვს. პროცესის გასამარტივებლად შევქმენით კრედო ბანკის სერვისი — ბინოთეკა. ბინოთეკის სერვისი ბინის მოძიებასა და დაფინანსების მიღებას უფრო მარტივსა და სწრაფს ხდის.


ბინოთეკის მთავარი უპირატესობა ინდივიდუალური მიდგომაა. განაცხადის შევსებისთანავე, მომხმარებელთან მუშაობას იწყებს ბინოთეკის მენეჯერი. ის მოქმედებს როგორც პირადი მრჩეველი. მენეჯერი უკავშირდება კრედო ბანკის პარტნიორ დეველოპერებს რათა შენი ბიუჯეტის შესაბამისი საუკეთესო ვარიანტები მოგაძებნინოს, არკვევს იურიდიულ დეტალებს, ამოწმებს რეესტრის ჩანაწერებს და გასაგები ენით ხსნის თითოეულ პირობას.\


ბინოთეკის პროგრამაში 50-მდე დეველოპერული კომპანია მონაწილეობს. მათ შორისაა: არქი, m2, Eco Lisi, White Sails და REAL PALACE. ამ პარტნიორ კომპანიებთან ხშირად კრედო ბანკის მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური ფასდაკლებები მოქმედებს.


ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში იხდის დიდ თანხას ქირაში და თავს იკავებს ქონების შეძენისგან. არადა, ქირის თანხა ხშირად იპოთეკური შენატანის ტოლია. ბინოთეკის დახმარებით, შენი ბიუჯეტის გათვალისწინებით შეგიძლია ჭკვიანური გრძელვადიანი ინვესტიცია გააკეთო და საკუთარი უძრავი ქონება შეიძინო. 


იპოთეკური სესხის ასაღებად ყველა საჭირო ეტაპის გავლისა და ბინის შეძენის შემდეგ, სესხის მიმდინარე პროცესის მართვა მაქსიმალურად მარტივი იქნება. ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება, შენატანის გადახდა თუ დაფარვის გრაფიკის კონტროლი პირდაპირ Mycredo მობაილ და ინტერნეტ ბანკის დახმარებით შეგეძლება.


თუ ბინოთეკისა და იპოთეკური სესხის სერვისებზე უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება გსურს, ყოველთვის შეგიძლია ეწვიო უახლოეს სერვისცენტრს პირადი კონსულტაცია გაიარო კრედო ბანკის წარმომადგენელთან