ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

მობაილ ბანკი Mycredo - ფიზიკური პირებისთვის

შეიქმენი მაქსიმალური კომფორტი განახლებული Mycredo მობაილ ბანკით. 

Mycredo - მობაილ ბანკი ფიზიკური პირებისთვის

Mycredo მობაილ ბანკი საშუალებას გაძლევს, ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია შეასრულო წამებში, 24/7, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან!


აღარაა საჭირო მარტივი ყოველდღიური ოპერაციებისთვის ბანკის სერვისცენტრში ვიზიტზე დახარჯო დრო.

Mycredo მობაილ ბანკი შენი პირადი ფინანსური ასისტენტი გახდება და დაგეხმარება მარტივად, მომენტალურად მოაგვარო ფინანსური საკითხები პირდაპირ მობილურიდან, ონლაინ რეჟიმში.


რატომ უნდა ისარგებლო Mycredo მობაილ ბანკით?


  • სრულიად უფასო კომუნალური გადახდები: საკომისიოს გარეშე შეძლებ დაფარო - დენი, გაზი, წყალი თუ სხვა გადასახადები ერთი კლიკით და შეავსე მობილური ბალანსი.
  • მომენტალური თანხის გადარიცხვა 24/7: გადარიცხე თანხა ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათზე მომენტალურად. არანაირი ლოდინი, ადრესატი თანხას გაგზავნისთანავე მიიღებს, დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
  • საერთაშორისო გადარიცხვები და ფულადი გზავნილის გაგზავნა-მიღება 24/7: თუ უცხოეთიდან გზავნილს ელოდები ან პირიქით, სასწრაფოდ თანხის გადარიცხვა გჭირდება საზღვარგარეთ, Mycredo-ს დახმარებით ამას წამებში, თანაც შეღავათიანად გააკეთებ. 
  • საბანკო პროდუქტების მარტივი მოთხოვნა-აქტივაცია: სესხები, ანაბრები, განვადებები - ყველაფერი სრულიად ონლაინ, სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე, უმარტივესად. 
  • მაღალი სარგებელი ანაბარზე: Mycredo-ს მობაილ ბანკიდან გახსნილ ანაბარზე უფრო მაღალი სარგებელი დაგერიცხება.

როგორ გავააქტიურო Mycredo აპლიკაცია?

Mycredo მობაილ ბანკის გადმოწერა და რეგისტრაცია სულ რამდენიმე წუთს წაგართმევს:


  • გადმოწერე აპლიკაცია App Store-დან | Google Play-დან
  • შეიყვანე პირადი მონაცემები
  • შეიყვანე ერთჯერადი კოდი
  • გაიარე რეგისტრაცია მარტივად
  • ატვირთე მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი 
  • შექმენი მომხმარებლის სახელი და პაროლი


თუ დამატებითი კითხვები გაქვს ან დახმარება გჭირდება, დაგვიკავშირდი ნომერზე: *42 42

როგორ დავრეგისტრირდე კრედო ბანკის მობაილ ბანკში?

პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია. გადმოწერე აპლიკაცია და მიჰყევი ინსტრუქციას. რეგისტრაციისთვის დაგჭირდება მხოლოდ პირადობის მოწმობა და სელფის გადაღება. სისტემა ავტომატურად გიცნობს და გაგიაქტიურებს სერვისს. 

უსაფრთხოა თუ არა კრედო ბანკის მობაილ ბანკი?

დიახ, აპლიკაცია სრულად დაცულია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით. შესასვლელად შეგიძლია გამოიყენო ბიომეტრიული მონაცემები (სახის ამომცნობი Face ID), რაც უსაფრთხოების უფრო მაღალი დონეა სტანდარტულ პაროლთან შედარებით.

დაგვიკავშირდი