დაიმტკიცე 12 000 ლარამდე თანხა წინასწარ და გამოიყენე, როცა დაგჭირდება!
ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც მოულოდნელად დიდი შენაძენის გაკეთება დაგვჭირდა, ან ძალიან კარგი ლიმიტირებული დროის ფასდაკლება შეგვხვდა - მაგრამ დაუგეგმავი ხარჯის ადგილი ბიუჯეტში ხშირად უბრალოდ არ ყოფილა.
კრედო ბანკის განვადების ლიმიტი საშუალებას მოგცემს ასეთი დაუგეგმავი ხარჯი ისე გასწიო, რომ ბიუჯეტს დიდ ტვირთად არ დააწვეს. განვადების ლიმიტი შენს სახელზე წინასწარ დამტკიცებული 12 000 ლარამდე რეზერვია, რომელის დამტკიცების შემდეგ თანხის ნებისმიერ დროს გამოყენება შეგიძლია. თანხა მუდმივად ხელმისაწვდომია, მის გამოყენებამდე არანაირი საკომისიო არ გერიცხება.
რატომ კრედო ბანკის განვადების ლიმიტი?
ჩვენი სერვისი გათვლილია კრედო ბანკის მომხმარებელს გაუმარტივოს წვდომა დაუგეგმავი ხარჯისთვის საჭირო ფინანსებზე. აი, რა უპირატესობებს გთავაზობს წინასწარ დამტკიცებული განვადება:
- გამოყენების სრული თავისუფლება: ჩვენ არ ვაკონტროლებთ რაზე დახარჯავ თანხას. ლიმიტი ნებისმიერ შეგიძლია ნებისმიერ კრედო ბანკის პარტნიორ მაღაზიაში გამოიყენო, ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლი — აგრო საშუალებები, საოჯახო ტექნიკა, მოგზაურობა, ავეჯი და ა.შ.
- სანდო რეზერვი: ლიმიტის ქონა არაფერი ღირს. აუთვისებელ თანხაზე არანაირი საკომისიო არ გერიცხება. გადახდას იწყებ მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტულ ნივთს შეიძენ.
და-ყა-ვი სერვისი: ლიმიტის ფარგლებში შეგიძლია ისარგებლო კრედო ბანკის და-ყა-ვი სერვისით - 8 თვემდე თანხის გადანაწილების შემთხვევაში. შენაძენის საფასურს დაფარავ ნაწილ-ნაწილ, ეფექტური 0%-დან.
- ხელმისაწვდომობა ყველა ტიპის შემოსავლისთვის: ლიმიტის დამტკიცება შეგიძლია ნებისმიერი შემოსავლის საფუძველზე, არ არის საჭირო გიფიქსირდებოდეს დარიცხული ხელფასი. დასაშვებია ნებისმიერი ტიპის სტაბილური შემოსავალი: საბანკო ჩარიცხვები, ფულადი გზავნილები, შემოსავალი ბიზნესიდან, აგრო თუ ტურისტული საქმიანობიდან ან თუნდაც ხელზე გამომუშავებული თანხა, თუ თვითდასაქმებული ხარ.
კრედო ბანკის განვადების ლიმიტის პირობები
ჩვენთან ურთიერთობა გამჭვირვალეა. წინასწარ იცოდე შენი შესაძლებლობები:
- ლიმიტის მოცულობა: 12 000 ლარამდე
- ათვისების ვადა: დამტკიცებიდან 12 თვის განმავლობაში
- განვადების ლიმიტის ფარგლებში გაცემული განვადება: ეფექტური 0%-დან
- მეტი ინფორმაციისთვის იხილე ხელშეკრულების პირობები
როგორ დავიმტკიცო კრედო ბანკის განვადების ლიმიტი?
ლიმიტის დამტკიცების პროცესი მარტივია. ჩვენ რამდენიმე გზას გთავაზობთ, შენ კი უბრალოდ შენთვის ყველაზე კომფორტული უნდა აირჩიო:
- Mycredo აპლიკაციით: მოითხოვე და გაიაქტიურე ლიმიტი სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთში.
- სერვისცენტრებში: მობრძანდი კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში და გაიარე ჩვენი გუნდის წევრთან დეტალური კონსულტაცია.
- განვადების ოფიცერთან: კრედო ბანკის პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში დაგხვდება ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე შეგავსებინებს განაცხადს.