საიტი მუშაობს ბეტა რეჟიმში.

ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
საიტი მუშაობს ბეტა რეჟიმში.
კრედო ბანკი

დავების განმხილველი კომისია

მომხმარებელს უფლება აქვს ბანკის წინააღმდეგ საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას (შემდგომში „კომისია“), რომელიც კოლეგიური წესით განიხილავს საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საჩივრებს, მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხის გაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში. საჩივრით მიმართვის უფლება მომხმარებელს წარმოეშობა, თუ საჩივრით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს არ აღემატება. ამასთან, მომხმარებელს უფლება აქვს, კომისიისთვის მიმართვის გარეშე, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. მომხმარებელმა კომისიას უნდა მიმართოს ბანკისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში. კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ. 

 

კომისიის საქმიანობის წესს (მათ შორის საჩივრის წარდგენის წესსა და პროცედურას) შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის #2 დადგენილებით („საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობის წესი").

კონტაქტი

აირჩიე სასურველი საშუალება