საიტი მუშაობს ბეტა რეჟიმში.

ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
საიტი მუშაობს ბეტა რეჟიმში.
კრედო ბანკი

მისია და ფასეულობები

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში

კრედო ბანკს სჯერა, რომ თანამშრომლებს შორის დამყარებული ყოველდღიური ურთიერთობა და ჯანსაღი სამუშაო გარემო ეხმარება სწორი, ფუნქციური გადაწყვეტილებების მიღებაში და უქმნის იმ სახეს, რომელიც ყველაზე სწორი და რეალურია არსებულ სიტუაციაში. მსგავსი გარემოს შექმნა შეუძლებელია კრედო ბანკში დანერგილი ძირითადი ფასეულობების გარეშე

მისია და მიზანი
PDF
ეთიკისა და ბიზნესის წარმოების კოდექსი

ჩვენი პრიორიტეტები

ხარისხი

მაღალი სტანდარტების დაცვა როგორც მუშაობაში, ასევე მომსახურებაში კრედო ბანკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

გუნდურობა

გუნდური მუშაობა არის ჩვენი წარმატების გასაღები, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან უნარებსა და პერსპექტივებს ინოვაციების შესაქმნელად და განსაკუთრებული შედეგების მისაღებად.

შესაძლებლობა

კრედო ბანკი გთავაზობთ პროფესიონალურ წინსვლას, ახალი მეგობრების შეძენას და გუნდურ ატმოსფეროში მუშაობის შესაძლებლობას.

საქმის საკუთრება

საქმის საკუთრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი წარმატებისთვის, რადგან ის განაპირობებს ანგარიშვალდებულებას და სრულყოფილებას ყველა ამოცანის შესრულებაში.

ღია კომუნიკაცია

ღია კომუნიკაცია ხელს უწყობს ნდობას და თანამშრომლობას, უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და ურთიერთგაგებას.

შედეგიანობა

შედეგზე ორიენტაცია გვიბიძგებს ეფექტურად და ეფექტიანად მივაღწიოთ მიზნებს, რომლებიც მაღალი ხარისხის შედეგების მიღებაზეა ორიენტირებული.

ისტორია

2024 წლის ისტორია

• იაპონური სოციალური გავლენის ინვესტორი Gojo & Company, Inc. კრედო ბანკის ახალი ინვესტორი გახდა, რაც კომპანიის ინიციატივას - ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების მიწოდების გზით, მხარი დავუჭიროთ მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს, კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

• კომპანია საერთაშორისო გაერთიანება GABV-ის ერთადერთი წევრი ორგანიზაცია გახდა საქართველოში.

• ბანკმა GABV-ის 2024 წლის ევროპის რეგიონალურ შეკრებას თბილისში და ასევე, Mastercad-თან ერთად, ADB-ს ფორუმზე, მიკროფინანსების მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებს უმასპინძლა.

• კრედო ბანკსა და EBRD-ს შორის 10 მილიონი დოლარის მოცულობის გარიგება გაფორმდა.

• სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კრედო ბანკმა, რეგიონებში ახალგაზრდების განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით განახორციელა პროექტი "დაეუფლე მომავლის პროფესიას".

• კრედო ბანკი "ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2024"-ის პარტნიორი გახდა და წარმატებული ფერმერები ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.

• დაინერგა ახალი პროდუქტები:

o  მწვანე ანაბარი

o  და-ყა-ვი +

o  Mycredo-ს საერთაშორისო გადარიცხვები

• ქართველი ემიგრანტების მხარდასაჭერად, ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობის ინფორმირებისა და დისტანციური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კრედო ბანკმა სპეციალური ღონისძიება ბოლონიაში გამართა.

• გაიხსნა ახალი სერვისცენტრები: სტეფანწმინდა; თბილისში: დიღომი, დიღომი რჩეული ლაუნჯი, დადიანი; გურჯაანის რჩეული ლაუნჯი.

• კრედო ბანკმა იმუშავა „სოციალურ საწარმო ბაბალე • Babale-ს საკომუნიკაციო კამპანიის შექმნაზე, ევროკავშირის მხარდაჭერით, 17 აპრილს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, "საქართველოს პრო ბონო ქსელისა" და მათი პარტნიორების რიგით მეხუთე პრო ბონო მარათონის ფარგლებში.

• კრედო ბანკმა, სტიპენდია გადასცა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ეროვნულ გამოცდებში, უმაღლესი ქულების მქონე 3 სტუდენტს.

• კომპანია ჩაერთო ფინანსური განათლების პორტალ "ფინედუს" პროექტებში. კომპანიამ, მასწავლებლებისათვის ორგანიზებული კონკურსის "ფინანსური განათლება სკოლაში" საპრიზო ადგილის მფლობელ მასწავლებელს ფულადი ჯილდო, 1000 ლარი, ასევე, ახალგაზრდობის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულს 1000 ლარი გადასცა.

 

სერვისცენტრების რაოდენობა - 95; ATM - 95

რჩეული ლაუნჯი - 6; ექსპატ სერვისცენტრი - 4

საკრედიტო პორტფელის საერთო მოცულობა - 2,531,095,841₾

498,038

მომხმარებლების რაოდენობა