პრეტენზიის მართვა
იმ შემთხვევაში, თუ კრედო ბანკის პროდუქტი ან მომსახურება ვერ აკმაყოფილებს თქვენს მოლოდინს ან იწვევს უკმაყოფილებას, ქმედებას ეძლევა პრეტენზიის სახე.
მომხმარებელთა პრეტენზიების მართვის პროცესი იხილეთ აქ
კრედო ბანკში პრეტენზიის ან რეკომენდაციის დაფიქსირება შეგიძლიათ შემდეგი გზებით:
- ქოლ ცენტრის მეშვეობით ნომერზე: 0322 42 42 42
- ელ. ფოსტით მეშვეობით: complaints@credo.ge
- კონტაქტის გვერდიდან ფორმის შევსებით, სადაც საკითხში აირჩევთ საჩივარს
- სტანდარტული წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმა განთავსებულია კრედო ბანკის ყველა სერვისცენტრში
- ოფიციალური Facebook გვერდის მეშვეობით: credo bank/კრედო ბანკი
პრეტენზიის დაფიქსირების შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღისა, გეცნობებათ პრეტენზიის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, იმ ფორმით რა ფორმითაც დააფიქსირეთ საკითხი. წერილობითი პრეტენზიის შემთხვევაში, იმ ფორმით რა წყაროც გაქვთ მითითებული უკუკავშირის ველში: ტელეფონი, წერილობითი ან ელ.ფოსტა.