საიტი მუშაობს ბეტა რეჟიმში.

ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
საიტი მუშაობს ბეტა რეჟიმში.
კრედო ბანკი

მფლობელები

კრედო ბანკი მრავალმხრივი გამოცდილების მქონე საფინანსო ორგანიზაციაა, რომლის მფლობელი სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმია.

კონსორციუმის წევრი კომპანიები არიან:

კრედო ბანკის მფლობელები

Access Credo GmbH საჯარო და კერძო ინვესტორების კრედო ბანკის ირგვლივ გაერთიანების მიზნით შეიქმნა.

აღნიშნულ ინვესტორებს წარმოადგენენ: British International Investment (BII), European Investment Bank (EIB), International Finance Corporation (IFC), KfW Development Bank, LFS Advisory GmbH (LFS), Omidyar-Tufts Active Citizen Trust (OT-ACT) ხოლო ფონდებს ResponsAbility და Triodos Investment Management მართავენ.

Triodos Investment Management მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი, Triodos Bank-ის საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანიაა.

Triodos Investment Management საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული კომპანიაა, რომლის საქმიანობის სფეროებია ინვესტიციების და საინვესტიციო ფონდების მართვა ისეთ დარგებში, როგორიცაა განახლებადი ენერგეტიკა, მდგრადი უძრავი ქონება და განვითარებადი ბაზრების დონორული ფინანსირება. 2013 წლის ბოლოდან კომპანიის კომბინირებული აქტივები 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს. სპეციალიზებული ფონდების მეშვეობით, Triodos Investment Management უზრუნველყოფს ფინანსირებას 44 ქვეყნის 112-მდე დამწყებ და ფუნქციონირებად საფინანსო ორგანიზაციებისთვის.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს კერძო სექტორის დაფინანსების ფრთაა

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს კერძო სექტორის დაფინანსების ფრთაა, რომლის საქმიანობაც 40 წელზე მეტია მიმართულია ეკონომიკური, სოციალური და გარემოს მდგრადი განვითარების მიმართულებით - ინფრასტრუქტურული, განახლებადი ენერგიის, აგრობიზნესის, ფინანსური ინსტიტუციების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს გაუმჯობესების მიზნით. პროპარკო ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

სააგენტოს ქმედებები მიზნად ისახავს კერძო სექტორის თანამონაწილეობის გაძლიერებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, რაზეც საერთაშორისო თანამეგობრობა ფოკუსირდება 2015 წლიდან. პროპარკო აფინანსებს კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების/სერვისების შექმნასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას.

Gojo - ინდივიდებისა და ორგანიზაციებისგან შემდგარი ჰოლდინგია, რომლის მიზანსაც მსოფლიო მასშტაბით ფინანსური ინკლუზიის გაფართოების შესაძლებლობის შექმნა წარმოადგენს.

Gojo & Company, Inc. ტოკიოში დაფუძნებული ჰოლდინგ კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ინკლუზიური ფინანსური სერვისების მომწოდებელ კომპანიებს და ოპერირებს აზიისა და აფრიკის 13 ქვეყანაში. კომპანია 2014 წელს დაარსდა მსოფლიოში ფინანსური ჩართულობის ამაღლების მიზნით. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, Gojo ჯგუფი 10 ათასზე მეტი თანამშრომლით ემსახურება 2.4 მილიონზე მეტ კლიენტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.