მობაილ ბანკი Mycredo უკვე შესაძლებლობას იძლევა 24/7 გადარიცხო თანხა სხვა ქართულ ბანკში-მხოლოდ ანგარიშის ნომრის მითითებით.
რაც გულისხმობს, რომ ახლა უკვე ნებისმიერ დროს შესაძლებელია ტრანზაქციის განხორციელება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის ანგარიშზე. თანხა კი არასამუშაო საათებშიც კი მყისიერად აისახება ადრესატის ბალანსზე.
გადარიცხვის განსახორციელებლად:
• ეწვიე Mycredo ინტერნეტ ან მობაილ ბანკს
• აირჩიეთ გადარიცხვებში - ,,24/7 სხვა ბანკში“
• შეიყვანეთ მიმღების (IBAN) საბანკო ანგარიში
• მიუთითე მიმღების სახელი, გვარი და დააჭირეთ ,,გაგრძელებას“
• შეიყვანე თანხა და ანგარიში, საიდანაც გსურს მოხდეს თანხის გადარიცხვა
• დაადასტურე ტრანზაქცია
თუ ჯერ არ გაქვს, გადმოწერე Mycredo აპლიკაცია, დარეგისტრირდი ონლაინ მარტივად და ისარგებლე შეუზღუდავად.