სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, კრედო ბანკი, სოციალურ საწარმოთა ალიანსში გაერთიანებულ სოციალურ საწარმოებს სთავაზობს „კრედო რჩეული“ სერვისით სრულიად უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობას.

„კრედო რჩეული“ კრედო ბანკის პრივილეგირებული, მრავალკომპონენტიანი საბანკო მომსახურებაა, რომლის დახმარებით, როგორც ბიზნესის მფლობელებს, ასევე ინდივიდუალურ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ შემდეგი სერვისებითა და პროდუქტებით:

  • მულტისავალუტო ანგარიშის გახსნა
  • პირადი საკრედიტო ოფიცრისა და პირადი ბანკირის მომსახურება
  • გადარიცხვების განხორციელება როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში EMAIL ბანკის საშუალებით
  • MYCREDO - ინტერნეტ და მობაილ ბანკით უფასოდ სარგებლობა
  • VISA BUSINESS ბარათი მაღალი ლიმიტებით და საუკეთესო ტარიფებით

 

სახელფასო მომსახურებაში ჩართულ თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ კრედო ბანკის მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტებით და სპეციალურად მათთვის შექმნილი ტარიფებით.

სახელფასო მომსახურება გულისხმობს ოფისიდან გაუსვლელად, გამარტივებული სქემით, თანამშრომლებისთვის ხელფასების გადარიცხვას, უსაფრთხო და მოქნილი გზით.

ქვემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია სრულიად უფასოდ:

  • მიმდინარე ანგარიში და სასურველი ვალუტის (C $ €) დამატების შესაძლებლობა
  • საბანკო ოპერაციების საწარმოებლად, როგორიცაა თანხის შეტანა, გატანა, გადარიცხვა, კონვერტაცია
  • ბიზნეს ინტერნეტ და მობაილ ბანკი - Mycredo უფასოდ
  • საბანკო ოპერაციების დისტანციურად განხორციელების საშუალება, ინტერნეტ მეგაბაიტების გარეშე
  • დისტანციური მომსახურება
  • Sms სერვისი
  • საბანკო ოპერაციებზე SMS შეტყობინებების პაკეტი
  • e - mail მომსახურება

 

კრედო ბანკი ონლაინ და ფიზიკური მაღაზიის მფლობელებს სთავაზობს კრედო ბანკის განვადების ახალ პლატფორმაზე - Merchants.credo.ge რეგისტრაციას,სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ უფასოდ განათავსონ პროდუქტი, მარტივად დააგენერირონ ბმული და გაყიდონ სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება კრედო ბანკის ონლაინ განვადების საუკეთესო პირობებით.

ასევე, გახსნან სასურველი ტიპის ანაბარი სასურველ ვალუტაში, შეინახონ თანხა უსაფრთხოდ და მიიღონ ყოველთვიური ან ყოველწლიური სარგებელი.