კრედო ბანკისთვის სწავლება და განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
ბანკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს კრედო აკადემიის კამპუსი, რომელიც ბანკის შიდა ტრენინგ ცენტრია.
კრედო აკადემიის მისიაა თანამშრომლების სწავლა-განვითარება მრავალფეროვანი ტრენინგებითა და განვითარების პროგრამებით, რომელიც ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდას, ეთიკური სტანდარტების და საბანკო პრინციპების სიღრმისეულ გაგებას.
სწავლების მეთოდით, პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ტესტირებით, ხელს ვუწყობთ შევქმნათ ჯანსაღი გუნდი, რომელსაც აქვს ექსპერტიზა და მზადაა ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის, ორგანიზაციული წარმატების მისაღწევად და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობისთვის.
აკადემიაში გადამზადებას გადის როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები თანამშრომელი.
კრედო აკადემიის ტრენინგ ცენტრი აღჭურვილია კონფერენციის თანამედროვე სისტემით და ტესტირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.