სწორედ ახლა, როდესაც გარემოს დაცვა გლობალურ პრიორიტეტადაა ქცეული, კრედო ბანკმა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დააინიცირა უნიკალური პროდუქტი - „მწვანე ანაბარი".
"მწვანე ანაბარი" იძლევა შესაძლებლობას - შეინახო თანხა საიმედოდ, მიიღო სარგებელი და რაც ყველაზე მთავარია - შენი წვლილი შეიტანო გარემოს დაცვასა და გაუმჯობესებაში.
შემოგვიერთდი, გახდი ბუნების მეგობარი!
პროექტის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა. პირველი ასეთი, საბადურის ტყის დასუფთავებაა.
ინიციატივა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ტერიტორიის გაწმენდას, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე.
ასევე, დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი ლოკაციების დასუფთავება.
ვემეგობროთ ბუნებას!
შემოგვიერთდი, გაეცანი მიმდინარე პროექტის დეტალებს, შეიტანე შენი წვლილი უმნიშვნელოვანეს საქმეში. ერთად ვიზრუნოთ მომავალზე და შევქმნათ კიდევ უფრო სუფთა და ჯანსაღი გარემო.
როგორ შეუერთდე ინიციატივას?
• იძენ სპეციალურ სადეპოზიტო სერტიფიკატს - „მწვანე ანაბარი“, ონლაინ - Mycredo მობაილ ბანკის საშუალებით ან კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში
• სერტიფიკატის მინიმალური ღირებულება შეადგენს - 1000 ლარს
• ვადა - 12 თვეს
• შენ მიერ განთავსებული თანხის შესაბამისი სარგებლის 0.5%-ს, როგორც ბუნების მეგობარი, უთმობ აღნიშნულ პროექტს, რომელზეც კრედო ბანკი თავის მხრივ ანალოგიურად 0.5%-ს ამატებს. ჯამური სარგებლის 1%-ის შესაბამისი თანხა, შენი თანამონაწილეობით გროვდება პროექტის ფონდში, რაც უზრუნველყოფს დასუფთავებისა და ბუნებისთვის საზიანო ნარჩენების განადგურების დაფინანსებას
თუ ჯერ არ გაქვს მობაილ ბანკი:
• გაიარე ავტორიზაცია ან რეგისტრაცია სახის ამომცნობი ფუნქციონალით
• "ჩემი პროდუქტების" გვერდზე ანაბრებში - აირჩიე "მწვანე ანაბარი"
• მიჰყევი მარტივ საფეხურებს, დახმარებისთვის კი დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე: *4242
პირობები:
საპროცენტო სარგებელი და სხვა დეტალები იხილე ბმულზე
გარემოსდაცვითი პროექტებისთვის შესაგროვებელი თანხა
აქტივობების ფარგლებში დასასუფთავებელი ტერიტორია
აქტივობების ფარგლებში დასასუფთავებელი ტერიტორიების რაოდენობა