დადიანების სასახლის გამწვანება

დასრულებული პროექტი

2026 წლის ოქტომბერში კრედო ბანკმა და მწვანე ანაბრის მფლობელმა მომხმარებლებმა, დადიანების სასახლის ტერიტორიის გამწვანების აქტივობა ჩაატარეს.


პროექტის ფარგლებში, პირველად ბოლო 100 წლის განმავლობაში, გამწვანდა დადიანების სასახლის ტერიტორია - ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი.


აქტივობის ფარგლებში 3 000 კვ.მ-მდე ტერიტორიაზე დაირგა 100-მდე ხე, რაც დადიანების სასახლის ისტორიული გარემოს შენარჩუნებასა და მის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას შეუწყო ხელი.


პროექტი დეტალები:


"მწვანე ანაბრის" პროექტის ფარგლებში, კრედო ბანკი და სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელები, ფონდისთვის ერთობლივად თმობდნენ მისაღები ფინანსური სარგებლის 1%-ს , რომლის შედეგადაც პროექტის დასაფინანსებლად საჭირო 20,000 ლარი სრულად შეგროვდა, რაც შესაძლებელი გახდა 2,000,000 ლარის ოდენობის მწვანე სადეპოზიტო სერტიფიკატების გახსნის შედეგად.


პროექტების ჯამური ღირებულება

20 000 ₾

პროექტის ღირებულება

ფონდის მიმდინარე მოცულობა

20 000 ₾

შეგროვებული თანხა

მიმდინარე მდგომარეობა:

დასუფთავებამდე
დასუფთავების შემდეგ
photo
photo
1/2