საკუთარი ავტომობილის ფლობა დროის მოხერხებულად მართვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ახალი თუ მეორადი მანქანის შეძენისას პირველი დიდი გამოწვევა ფინანსური რესურსების მოძიებაა. საფასურის ერთიანად გადახდა ბევრი ადამიანისთვის რთულია, ამიტომ, ავტობაზარიც შესაბამისად ადაპტირდა და პოტენციურ მყიდველს გრძელვადიანი დაფინანსების რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობს.
დღეს ყველაზე ხშირად არჩევანი ორ პროდუქტს შორის მერყეობს: ავტო სესხი თუ ავტო ლიზინგი?
ორივე ინსტრუმენტს თავისი უპირატესობები აქვს და მათი სწორად გააზრება მომხმარებელს ეხმარება სწორედ საკუთარ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილება მიიღოს.
ავტოსესხი კლასიკური საბანკო პროდუქტია. მისი მეშვეობით მომხმარებელი იღებს ერთიან თანხას და სასურველ ავტომობილს ყიდულობს. შემდეგ კი თანხას კონტრაქტით გაწერილი გრაფიკით ბანკს უბრუნებს.
ამ მოდელის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მანქანა უშუალოდ მყიდველის საკუთრებაში გადადის. ყიდვა-გაყიდვის პროცესის დასრულების შემდეგ ავტომობილი ახალი მფლობელი სახელზე რეგისტრირდება, რის შემდეგაც ადამიანი მანქანის სრულუფლებიანი მფლობელი ხდება.
კრედო ბანკში ავტო სესხის აღების პროცესი მარტივი და გამჭვირვალეა.
მომხმარებელი იღებს კონკრეტულ ფულად რესურსს და მას წინასწარ გაწერილი გრაფიკით აბრუნებს. გრაფიკში ზუსტად ჩანს ძირითადი თანხა და პროცენტი. ბევრი მომხმარებელი დღეს ავტო სესხს უპირატესობას სწორედ იმის გამო ანიჭებს, რომ ის ხარჯების ოპტიმიზაციის კარგი საშუალებაა. გაწერილი და დამტკიცებული გრაფიკი უსიამოვნო ფინანსური სიურპრიზებისგან მაქსიმალურად იცავს, ამასთან შეძენილ ქონებას ადამიანი ისე განკარგავს, როგორც მოუნდება, არ სჭირდება დამატებითი ნებართვები ავტომობილის ყოველდღიური გამოყენებისთვის.
საკუთრების განცდა ბევრ მძღოლისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. როცა მანქანა მომხმარებლის საკუთრებაა, შეუძლია ავტომობილის მოდიფიცირება ისე როგორც სურს - დამოუკიდებლად ცვლის მანქანის ვიზუალს, ამონტაჟებს ახალ აუდიო სისტემას ან ცვლის დისკებს. ასევე, დამოუკიდებლად წყვეტს, დაამონტაჟოს თუ არა ალტერნატიული საწვავის სისტემა. ბანკი არც ერთ მსგავს არჩევანში არ ერევა.
კიდევ ერთი პლუსი კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტის შენარჩუნებაა. ვალდებულების დაფარვის შემდეგ, ავტომობილი მომხმარებლის მფლობელობაში რჩება. თუ შემდეგ მანქანის განახლება მოუნდა, მფლობელს შეუძლია ძველი მანქანა გაყიდოს, მიღებული ფული კი ახალი შენაძენისთვის საწყის კაპიტალად გამოიყენოს.
სრული საკუთრება იმასაც ნიშნავს, რომ მანქანის გაქირავების ან მესამე პირისთვის გადაცემის საკითხს თავად მფლობელი წყვეტს. ავტომობილის გამოყენებასთან და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებები, როგორც წესი, მფლობელს ეკუთვნის, მოქმედი კანონმდებლობისა და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც ავტომობილს შემოსავლის დამატებით წყაროდაც განიხილავს. მფლობელობა ადამიანს გარკვეულ გრძელვადიან სტაბილურობას უქმნის.
ავტო ლიზინგი ტრანსპორტის გრძელვადიან იჯარას უფრო ჰგავს. ამ შემთხვევაში სალიზინგო კომპანია ყიდულობს სასურველ მანქანას და მომხმარებელს მისი გამოყენების უფლებას აძლევს. იურიდიულად, ავტომობილი კომპანიის საკუთრებაში რჩება. ეს გრძელდება მანამ, სანამ ხელშეკრულების ვადა არ ამოიწურება. მომხმარებელი არა ავტომობილის საფასურს, არამედ ყოველთვიურ ქირას იხდის.
როცა ლიზინგის ვადა სრულდება, ავტომფლობელი არჩევანის წინაშე დგება. ერთი ვარიანტია, დაფაროს დარჩენილი ღირებულება და მანქანა საკუთარ სახელზე გადმოაფორმოს. მეორეა, უარი თქვას ტრანსპორტის სარგებლობაზე და დაუბრუნოს ავტომობილი კომპანიას.
ეს მოდელი უფრო მოსახერხებელია მათთვის, ვისაც არ სურს დატესტვის გარეშე ავტომობილის შეძენა (რადგან არ იცის რამდენად მოერგება კონკრეტული მოდელი მისი ცხოვრების წესსა და მოთხოვნებს) და მათთვის, ვინც ავტომობილს ისედაც ხშირად ანახლებს და ძველი მანქანის გაყიდვაზე დროისა და ძალების დაკარგვა არ უნდა.
მთავარი პლუსი დაბალი ყოველთვიური გადასახადია. რადგან მომხმარებელი არა მანქანის სრულ ფასს, არამედ მხოლოდ მისი ცვეთის წილს ფარავს, ლიზინგის ყოველთვიური ხარჯი, როგორც წესი, ავტოსესხთან შედარებით ნაკლებია. ეს ბიუჯეტის დაზოგვის კარგი საშუალებაა.
ლიზინგი ასევე ამარტივებს ახალ ავტომობილზე გადასვლის პროცესს. ადამიანს არ უწევს ძველი მანქანისთვის მყიდველის ძებნა ან ახალის არჩევისას შესაძლო ფინანსური ზარალის გათვალისწინება. ის უბრალოდ უბრუნებს სალიზინგო კომპანიას ძველ ავტომობილს და (თუ ლიზინგით სარგებლობის გაგრძელება სურს) ახალი ტრანსპორტი მიჰყავს.
ასევე, ლიზინგისას წინასწარი შენატანი ხშირად ან მინიმალურია ან საერთოდ არაა საჭირო. ეს მათთვისაა ხელსაყრელი, ვისაც დიდი დანაზოგი არ აქვს (ან ერთიანად დიდი თანხის ინვესტიცია არ უნდა). მანქანა კი სასწრაფოდ სჭირდება.
ბევრი კომპანია ლიზინგის პაკეტში დაზღვევას და ზოგჯერ ტექნიკურ მომსახურებასაც აერთიანებს. ეს ამცირებს მოულოდნელ ხარჯებს. მომხმარებელმა ზუსტად იცის, რა უჯდება მანქანის შენახვა ყოველთვიურად. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ყოველთვიურ ბიუჯეტს მკაცრად აკონტროლებს.
რეალურად, ავტო სესხიც და ავტო ლიზინგიც ძალიან სასარგებლო პროდუქტებია, რომელიც უბრალოდ სხვადასხვა ცხოვრების წესისა და პრიორიტეტების ადამიანებზეა გათვლილი.
მაგალითად, თუ ადამიანი გზაზე დიდ დროს ატარებს, ლიზინგის მიერ დაწესებული გარბენის ლიმიტი მალე იწურება. რაც უფრო ინტენსიურია მანქანის გამოყენება, მით უფრო მომგებიანი არჩევანია ავტოსესხი. როცა ავტომობილს ფლობ, შეგიძლია შეზღუდვის გარეშე დაფარო ნებისმიერი მანძილი, რაც გჭირდება. არ არსებობს გარბენის შეზღუდვა.
მნიშვნელოვანია ფინანსების ოპტიმალური გადანაწილებაც. მათთვის, ვისთვისაც ავტომობილი ინვესტიციაა და შემდგომ გარკვეული თანხის ანაზღაურებას მაინც გეგმავს, ავტო სესხი რასაკვირველია უკეთესი არჩევანია. ხოლო მათთვის კი, ვისაც პირიქით უნდა რაც შეიძლება ნაკლებად დაიტვირთოს თავი გრძელვადიან პერიოდში და მარტივად განაახლოს ავტომობილი ყოველ 2-3 წელიწადში - ყოველთვიური მცირე იჯარა პირიქით უფრო მომგებიანი ვარიანტია, რადგან საერთო ჯამში ავტომობილს რეალურ საფასურზე ბევრად ნაკლებს გადაიხდის.
თუმცა აქ ცალკე განსახილველია ელექტრომობილები. მათზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება ყოველდღიური გამოყენებისას შედარებით დაბალი ხარჯების გამო. თუმცა, ელექტრომანქანის ლიზინგით აღება შეიძლება ნაკლებად მომგებიანი იყოს გარკვეული მომხმარებლებისთვის. ელემენტის რესურსი დროთა განმავლობაში იკლებს. ამის გამო სალიზინგო პირობები შეიძლება უფრო მკაცრი იყოს. შეძენის შემთხვევაში კი მფლობელი თავად აკონტროლებს დატენვის ციკლებს და ეკონომიური მართვის სხვადასხვა უპირატესობით მაქსიმალურად სარგებლობს. ამასთან, არსებულ ბაზარზე, ელექტრომობილის ფასის შემცირება უფრო ნელა ხდება. სწორედ ამიტომ კრედო ბანკმა შეიმუშავა სპეციალური პროდუქტი ავტო სესხი ელექტრო მანქანებისთვის.
კრედო ბანკის პროდუქტები მაქსიმალურადაა მორგებული ადამიანების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და რიტმზე.
დაფინანსების პროცესი ძალიან მარტივია. მომხმარებელს შეუძლია მიიღოს 75,000 ლარამდე თანხა. მისი დაფარვის ვადა 12-დან 72 თვემდე ნაწილდება. ბიუროკრატიული ბარიერები მინიმალურია. ადამიანს არ უწევს ზედმეტი დოკუმენტების შეგროვება ან სერვისცენტრის რიგებში დგომა. განაცხადი ონლაინ ივსება, სესხი კი უმოკლეს დროში დასტურდება. დაფინანსების გამოყენება შესაძლებელია როგორც ახალი მანქანის სალონიდან გამოსაყვანად, ისე მეორადი ავტომობილის კერძო პირისგან შესაძენად.
დამატებითი კითხვების შემთვხვევაში, ყოველთვის შეგიძლია დაუკავშირდე კრედო ბანკს და მიიღო ამომწურავი პასუხი ნებისმიერ საკითხზე.
აღსანიშნავია, რომ კრედო ბანკის ავტოსესხის მიზნობრიობა მოქნილია და მხოლოდ ყიდვაზე არ არის ორიენტირებული. მაგალითად, შეგიძლია გამოიყენო უკვე შენს მფლობელობაში მყოფი მანქანა სესხის უზრუნველყოფისთვის, თუ თანხა სხვა მიზნებისთვის გჭირდება. ამ ტიპის სესხის აღებისას ავტომობილი შენს მფლობელობაში რჩება და გამოყენებასას ჩვეულებრივ აგრძელებ, სანამ პარალელურად სესხს ფარავ.
ავტო სესხსა და ავტო ლიზინგს შორის არჩევანი მხოლოდ შენს ინდივიდუალურ საჭირობებსა და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. თუ ავტომობილი შენთვის გრძელვადიანია ინვესტიციაა და გსურს მაქსიმალურად თავისუფლად გამოიყენო, მაშინ კრედო ბანკის ავტოსესხი უფრო ოპტიმალური გვარიანტია. მფლობელობა ადამიანს აძლევს საშუალებას, თავად მართოს აქტივი და არ იყოს დამოკიდებული მესამე მხარის შეზღუდვებზე. მაგრამ თუ მანქანის გამოყენებას მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში განიხილავ, მაშინ შესაძლოა ავტო ლიზინგი უკეთესი არჩევანი იყოს.
დამატებით კი მომხმარებელს შეუძლია საჭიროებისამებრ გაეცნოს სხვა ტიპის სესხებსაც.