2024 წელი სწავლებისა და განვითარების (L&D) გუნდისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და სიახლეების წელი იყო.
გუნდი გაიზარდა და ამჯერად შვიდი ტრენერისა და ოთხი სწავლების და განვითარების ოფიცრისგან არის დაკომპლექტებული, რაც კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა. გუნდის ხელმძღვანელი ანი კობახიძეა.
2024 წელს L&D გუნდს დაემატა საკრედიტო და არასაკრედიტო საცალო მიმართულებით განახლებული სწავლების პროგრამები, რაც ეფუძნება ორგანიზაციულ საჭიროებებს და ქართულ ბაზარზე არსებულ საუკეთესო პრაქტიკებს.
მენეჯერებისთვის შემუშავდა განვითარების მრავალდონიანი პროგრამები, რომლებიც მოიცავდა როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ ქოუჩინგ სესიებს. მათ საშუალება მიეცათ, დაეუფლოთ თანამედროვე ლიდერულ და ქოუჩინგ უნარებს.
2024 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ქალების გაძლიერება. ამავდროულად, დაიწყო სრულიად ახალი პროექტი - მენტორინგი, რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ და კარიერულ განვითარებას.
ტრადიციულად, კვლავ ჩატარდა სტრატეგიული მართვის პროგრამა ფილიალების მმართველებისა და საკრედიტო მენეჯერებისთვის. პროექტში ჩართული იყო 12 მოწვეული ტრენერი საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებიდან. პროგრამაში მონაწილეობდა 12 მოწვეული ტრენერი საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან და მოიცავდა შემდეგ თემებს:
IT აკადემია უკვე რამდენიმე წელია მუშაობს 3 ძირითად მიმართულებაზე:
კრედო საუკეთესო სტუდენტებს სამუშაო შეთავაზებასაც უწევს. 2024 წელს აკადემია ჩართული იყო CSR პროექტში, რომელიც ოთხ რეგიონში (თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე) გულისხმობდა ადგილობრივების გადამზადებას IT მიმართულებით.
წლის განმავლობაში აკადემიის კამპუსში გადამზადდა 2100-ზე მეტი თანამშრომელი - მათ შორის, ახალი თანამშრომლები, ახლადდაწინაურებული მენეჯერები, სენიორები და გუნდის ლიდერები. მათ გაიარეს შემდეგი პროგრამები:
კრედოში ცოდნის გაზიარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ექსელის სწავლების მიზნით ბანკის თანამშრომლებმა, ოთარ ხიმშიაშვილმა და დავით ხაჩიძემ შექმნეს პროგრამა, რომელიც მოიცავდა 10 შეხვედრას და მიმდინარეობდა წინასწარ შექმნილი სილაბუსის მიხედვით.
ამავე ფორმატში გიორგი დარბაიძემ შექმნა სტრატეგიული მენეჯმენტის პროგრამა, რომელიც ბიზნეს სტრატეგიებზე იყო ფოკუსირებული (ძიუდოს სტრატეგია, წითელი/ლურჯი ოკეანის სტრატეგია და სხვა).
სერტიფიცირება და ტრენინგები ეროვნული ბანკისა და SCRUM.ORG-ისგან
ეროვნულ ბანკში ფულის დამცავი ნიშნების ტრენინგი გაიარა ფულთან მომუშავე 45-მა თანამშრომელმა.
SCRUM.ORG-ზე ეჯაილ ქოუჩინგისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერებისთვის სერტიფიცირება გაგრძელდება 2025 წელსაც.
2025 წლის დასაწყისში HR გუნდის 20-მა წევრმა მონაწილეობა მიიღო სამდღიან კარიერულ ვორქშოპში, რაც მათ პროფესიული განვითარების ახალ პერსპექტივებს სთავაზობს.
2025 წლის პრიორიტეტშია შემდეგი მიმართულებები:
წელსაც გაგრძელდება თავისუფალ უნივერსიტეტში CBA კურსის დაფინანსება ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელებისთვის, ფილიალის მმართველებისთვისა და მიკრო და რითეილ მენეჯერებისთვის. ასევე გრძელდება დავით გოგიჩაიშვილის სასწავლო პროგრამასთან თანამშრომლობა. წელს ამ მიმართულებით სამი თანამშრომელი დაფინანსდება.
2024 წელს ეჯაილ ქოუჩინგის დეპარტამენტისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა SCRUM.ORG-ზე სერტიფიცირების შესაძლებლობა, რომელიც 2025 წელსაც გაგრძელდება.
2025 წელს მნიშვნელოვანი აქცენტი LMS სისტემის განვითარებაზე გაკეთდება. ეს გულისხმობს:
2025 წლის განმავლობაში დაიგეგმება ახალი ტრენინგები თანამშრომლების ინტერესების შესაბამისად, რომელთა შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გაეცნობით.
წინ ძალიან საინტერესოდ დატვირთული და პროდუქტიული 2025 წელი გველოდება!