კრედო ბანკში შრომის უსაფრთხოების გუნდმა წარმატებით ჩაატარა ინოვაციური პრაქტიკული სწავლება, რომლის მიზანი იყო თანამშრომლების მზადყოფნის კიდევ უფრო გაძლიერება საგანგებო სიტუაციებში ეფექტური მოქმედებისთვის. სწავლების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე არსებულ საფრთხეებსა და რისკებს, მათ პრევენციას, უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკის დანერგვასა და სწორი რეაგირების უნარების განვითარებას.
სწავლებაში მონაწილეობდნენ ბანკის ინფრასტრუქტურის თანამშრომლები და სათავო ოფისის სახანძრო უსაფრთხოებასა და საგანგებო სიტუაციებზე პასუხისმგებელი პირები.
ტრენინგი დაფუძნებული იყო სხვადასხვა რეალისტურ სცენარზე, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა ემოქმედათ ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა:
• ხანძრის აღმოჩენა და პირველადი რეაგირება
• უსაფრთხო ევაკუაცია
• საგანგებო სიტუაციის მართვა და კოორდინაცია
• კრიტიკულ გარემოში სწორი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება
ამ სწავლების მთავარი სიახლე იყო ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიის გამოყენება. პირველად, მონაწილეებმა სპეციალური VR სათვალეების მეშვეობით რეალისტურ, ინტერაქტიურ გარემოში გაიარეს სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის სცენარი. აღნიშნული მეთოდი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, უსაფრთხო გარემოში გამოცადონ საკუთარი რეაგირება, შეიმუშაონ სწორი მოქმედებები და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება რეალური საფრთხის გარეშე.
VR ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სწავლება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია და მნიშვნელოვნად ზრდის სასწავლო პროცესის ეფექტიანობას. ინტერაქტიური გარემო ხელს უწყობს ცოდნის უკეთ დამახსოვრებას, ამცირებს სტრესს რეალური ინციდენტის დროს და აძლიერებს თანამშრომლების მზადყოფნას.
შრომის უსაფრთხოების გუნდი მომავალშიც გააგრძელებს თანამედროვე, ინოვაციური და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას, რათა ბანკის თითოეული თანამშრომელი იყოს მაქსიმალურად მზად საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხო და ეფექტური მოქმედებისთვის.
უსაფრთხოება იწყება ცოდნით, ხოლო მზადყოფნა - პრაქტიკული გამოცდილებით.