ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება კიბერსაფრთხის რაოდენობა და მათი გავრცელების მეთოდებიც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციო ნებისმიერ უჩვეულო მოთხოვნას, გადაამოწმო მითითებული ინფორმაცია და არ გააზიარო კონფიდენციალური მონაცემები მესამე პირებთან.
საგადამხდელო სისტემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოვლინდა კიბერსაფრთხის ახალი სცენარი, რომელიც დაკავშირებულია Android (APK) აპლიკაციების გამოყენებასთან.
ამ შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლოა შესთავაზონ ისეთი აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რომელიც ვიზუალურად ჰგავს ბანკის ოფიციალურ აპლიკაციას.
მსგავსი აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლის შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მისი ბარათის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა და პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია კონკრეტული მოქმედებების შესრულება - აპლიკაციის ინსტალაცია, საბარათე მონაცემების შეყვანა, PIN კოდის მითითება და ბარათის ტელეფონთან მიდება NFC ფუნქციის გამოყენებით.
აპლიკაციის მეშვეობით მოპოვებული ბარათის მონაცემები შესაძლოა NFC Relay ტექნოლოგიის გამოყენებით რეალურ დროში გადაეცეს სხვა მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც ხდება მათი არასანქცირებული გამოყენება და თანხის განაღდება არაუზრუნველყოფილ ბანკომატებზე.
უსაფრთხოების ძირითადი წესები
რაც მთავარია, გახსოვდეს, თუ კონკრეტული მოთხოვნა საეჭვოდ გეჩვენება, არ იჩქარო მოქმედების შესრულება. გადაამოწმე ინფორმაცია კრედო ბანკის ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებში და მხოლოდ დადასტურების შემდეგ შეასრულე შესაბამისი მოქმედება.